საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
სიახლეები
ბარნოვების თავკვერი მსუბუქი მუხა უკვე ბაზარზეა
ბარნოვების თავკვერი მსუბუქი მუხა უკვე ბაზარზეა
2017-02-04

2015 წლის მოსავლის "თავკვერი მსუბუქი მუხა" უკვე ბაზარზეა. ღვინის მოყვარულები ადვილად მიხვდებიან, რომ ეს ღვინო ნამდვილად ძალიან გამოირჩევა ტრადიციული თავკვერისაგან. 

"თავკვერი მსუბუქი მუხა 2015" იყიდება 8000 მოსავალში, ს. ცინცაძის (საბურთალოს ქ.) 26 ნომერში.   

ქართლის შუაგულში, თეძმის ხეობის მარჯვენა ფერდზე, სოფელ ახალციხეში მოწეული თავკვერი დაიწურა 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს. ალკოჰოლური დუღილის პერიოდი გაიარა უჟანგავი ფოლადის კასრებში. ღვინის საბოლოო დაწმენდა მოხდა 5-8 გრადუს ყინვაზე, რის შემდეგაც 5 თვის განმავლობაში გაჩერდა მუხაზე. საბოლოოდ, 7 თვე ხელუხლებლად ინახებოდა გრილ მარანში, რის შემდეგაც ჩამოისხა ბოთლებში და დაელოდა რეალიზაციის პერიოდს.

ბარნოვების მარნის 2015 წლის მოსავალი გამოირჩევა ინტენსიური გემოთი და ჰარმონიული ბუკეტით, ალუბლის გემოსა და არომატში ირევა მუხის ნაზი ტონები, რაც ამ ღვინოს განუმეორებელ თვისებას აძლევს.

ბარნოვების მარანი საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანების ღირსეული წევრია და ბაზარზე გაერთიანების ხარისხის ნიშნით იქნება წარმოდგენილი. 

სხვა სიახლეები