ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
მეღვინეები ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად
მეღვინეები ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად
2021-07-15

მრავალი ცნობილი მეღვინის ხელმოწერით, საქართველოს მცირე მარნები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გმობენ ჰომოფობიას და შეუწყნარებლობას უმცირესობების მიმართ, მკაცრად გმობენ ძალადობას და სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დასავლური კურსის მიმართ. წერილში გამოთქმულია სინანული, რომ არსებული ხელისუფლება აღვივებს ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს. მეღვინეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მკაცრად დაისაჯონ მოძალადეები, მოქალაქეებისთვის კი უზრუნველყოფილი იქნას კონსტიტუციური უფლებების დაცულობა. 

წერილს ავრცელებს ანდრო ბარნოვი, ასოციაცია „ღვინის ოსტატების" დამფუძნებელი მეღვინე. მისი თქმით, წერილის მთავარი მიზანია, ბიძგი მისცეს როგორც შიდა-საზოგადოებრივ თანხმობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს დაზიანებული იმიჯის აღდგენის კამპანიას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა პროფესიულმა ჯგუფმა, ადამიანებმა, რომლებსაც ქუჩაში დგომისა და მუშტი-კრივისათვის არ სცალიათ, რომლებიც შრომობენ და ამ ქვეყნის მთავარ სიკეთეებს ქმნიან, ხმა ამოიღონ და შემოუერთდნენ ამ კამპანიას. ჩვენ თამამად უნდა გამოვაცხადოთ განათლებული და რაციონალური მოქალაქეების ინტერესები, ამბობს იგი.

"ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, მსგავს სიტუაციაში ხმა აიმაღლოს. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვგმობთ მის წამქეზებლებს" - განაცხადა ნუკრი ქურდაძემ, "ფაფრის ველის" დამფუძნებელმა მეღვინემ.

"ჟურნალისტებზე ძალადობა იყო ძალიან ცუდი გზავნილი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ევროპელი მომხმარებლები ავრცელებენ მოწოდებებს, რომ არ იყიდონ ღვინო საქართველოდან, სადაც ცხოვრობენ ჰომოფობები" - ამბობს ქეთო ნინიძე საოჯახო მარნიდან "ოდა"

"დღევანდელი მთავრობა საერთოდ ვერ უძლებს კრიტიკას. ფაქტიურად, ის აღვივებს ურთიერთდაპირისპირებას, რაც არის მუდმივად რუსეთის ჩრდილში ყოფნის წინაპირობა" - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.

 

წერილი პირველად 12 ივლისს დაიდო სოც. ქსელებში, ხელმოწერების გარკვეული რაოდენობის მოგროვების შემდეგ კი, 15 ივლისს გავრცელდა მედიაში. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. წერილი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/1gvWb29xFucqGhTo7

 

 

ქართველ მეღვინეთა მიმართვა
ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად
12 ივლისი, 2021

საქართველოს მეღვინეები, ვინც ამ წერილს ვუერთდებით, მოგმართავთ ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი ღვინის მსმელებს, დამფასებლებსა და ჩვენი ცხოვრების წესის მცოდნე ხალხს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი საქმიანობის ნიუანსების მცოდნე და თანამონაწილე ადამიანებს, პარტნიორებს, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ძველსა თუ ახალ თაობას. მოგმართავთ ადამიანები, რომლებიც ვაგრძელებთ, ვქმნით და წარმოვადგენთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრადიციას, მეღვინეობას, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და ქვეყნის სავიზიტო ბარათს.

ამ წერილის ხელმომწერთა უდიდესი ნაწილი ვართ მცირე მარნების მფლობელი მეღვინეები, ვისთვისაც, როცა ამ საქმეს ხელს ვკიდებდით, ძირითადი მიზანი არასოდეს ყოფილა "ფულის კეთება". ამ საქმეს მივყვებით ჩვენი ქვეყნის, ტრადიციების სიყვარულით, სისხლში გამჯდარი ინტერესით მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ და იმის შეგნებით, რომ მნიშვნელოვან და დასაფასებელ როლს ვასრულებთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის განვითარების საქმეში, სადაც ჩვენს წილ აგურს პირნათლად ვდებთ.

საქართველოს აწმყოსა და მომავალს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვქმნით, ჩვენ ჩვენი სფეროების განვითარებითა და საუკეთესოდ წარმოჩინებით. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლოდ ჭირდება მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა და განვითარება, რომ შევქმნათ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გრძელვადიანი პირობები. ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, შიდა დაძაბულობა ერთიანად გვაზარალებს როგორც მეღვინეებს, ისე ჩვენი ეკონომიკის თითოეულ სფეროს. პრობლემა იმდენად ჩვენს ჯიბეებზე ასახული ზარალი არ არის, რამდენადაც - თითოეული დარგის განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ბაზრების დაკარგვა და ტურიზმის კვდომა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და კეთილდღეობაზე აისახება.

დასავლეთის ბაზრებზე გასვლა გადამწყვეტი იყო მეღვინეობის განვითარებისთვის. რუსული ბაზრებიდან იძულებითმა რეორიენტაციამ შესანიშნავი სამსახური გაუწია ჩვენი დარგის განვითარებას. დღეს ჩვენ არა მხოლოდ უფრო ძვირად ვყიდით ღვინოს, არამედ - ვაწარმოებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს და მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო ღვინის ოჯახში, საიდანაც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ უსამართლოდ გაგვაქრეს. დღეს ჩვენ საქართველოს ეკონომიკის გაცილებით დიდ სეგმენტს ვკვებავთ, ვიდრე ეს შეგვეძლო 10-15-20 წლის წინ. ჩვენი დარგის განვითარება სისხლხორცეულად არის დამოკიდებული ჩვენს ღირებულებით და ბიზნეს კავშირებზე დასავლეთთან, რომელიც არის ცოდნის წყარო და იდეებითა და ახალი შემოქმედებითი იმპულსებით კვებავს საქართველოს მეღვინეობას.

როგორც ეკონომიკის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში. თავისუფლება გადამწყვეტია ყველა ასპექტში - როგორც მორალური და ფილოსოფიური პრინციპი და როგორც განსაკუთრებული დინამიზმის მიმცემი საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსადმი. მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი... არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც მოაქვს თავისუფლებას საზოგადოებისათვის. ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგს, მძიმედ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ამ წერილს ხელს ვაწერთ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტაგნაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ - უბრალო მოქალაქე.

ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს მეღვინეები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!

ხელს ვაწერთ:

1. Aleko Sardanashvili, Sadranashvili Wine Cellar
2. Aleko Tskitishvili, "Tchortauli Vineyards"
3. Aleksi Tsikhelishvili, Tsikhelishvili Wine Cellar, owner
4. Ana Cheishvili, Historian, Courator of Cultural Heritage
5. Ana Khitarishvili, LTD Vitis
6. Andro Barnovi, Association "Wine Artisans", founder, wine-maker
7. Anton Khetsuriani, Marani Khetsuriani, viticulturist
8. Archil Guniava, Archil Guniava Wine Cellar
9. Archil Kapanadze, wine-maker
10. Avtandil Bedenashvili Wine Manufacture
11. Beka Lachkepiani, "Wine Artisans", wine-maker
12. Beka Nasrashvili, Nasrashvili Family Winery, director, wine-maker
13. Daria Kholodilina, Wine Junkies, co-founder
14. Data Mgeladze, "Artisani" winery, wine-maker
15. David Katchkatchashvili, "Nukriani" winery, wine-maker
16. David Mosulishvili, "Dano" winery
17. Eka Botkoveli, LTD "Bekauri Vineyards", Lab manager
18. Elene Melikdize, ElenQVino, founder
19. Enek Peterson, Freya's Marani
20. Gela Danelia, LTD Danelia & Co 1907, owner
21. George Sky winery "Rtoni", wine-maker
22. Gia Chubinidze, winery "NANUA"
23. Gia Togonidze, LTD Togonidze Wine, founder, wine-maker
24. Giorgi Babunashvili, corporation "Georgian Wine, commercial director
25. Giorgi Ghvaladze, "Giorgi and Irakli Wine Cellar"
26. Giorgi Ghvardzelashvili, "Ghvardzelashvili Wine Cellar"
27. Giorgi Giorgadze, "Sazano's Marani"
28. Giorgi Kublashvili, wine-maker
29. Giorgi Maisuradze, Vinotheca, Sommelier
30. Giorgi Malatsidze, Tedzami Wines, founder
31. Giorgi Meshveliani, Winery Giorgino, founder
32. Giorgi Mkhatvrishvili, Mkhatvrishvili Wine Cellar, wine-maker
33. Giorgi Mshvenieradze, Mshvenieradze Winemaking
34. Giorgi Paroshin, LTD "Digimeda", director
35. Gogita Makaridze, Makaridze winery, founder
36. Guja Japaridze, "Japara", wine-maker
37. Iago Bitarishvili, wine-maker
38. Ioseb Mukhiguli, "Mukhiguli 1770", founder
39. Irakli Qiliptari, "Qilipa's Chacha"
40. James Ricard, horticulture consultant/biologist
41. Kakha Berishvili, wine-maker
42. Kakhi Pareshishvili, "Kakhis Ghvino" winery
43. Keto Ninidze, family wine-cellar "Oda"
44. Keto Puturidze, Keto Puturidze Wine, wine-maker
45. Levan Andronikashvili, Andronikashvili Winery, wine-maker
46. Luka Alughishvili, LTD "Kumbati", founder
47. Luka Begiashvili, winery "Anaguri, founder
48. Manana Akhvlediani, LTD "Madamwine", founder
49. Marina Kurtanidze, wine "Marina", owner
50. Mikheil Mghebrishvili, wine-maker
51. Mikheil Tchonishvili, "Chona Winery"
52. Natia Gachechiladze, "Wine Club"
53. Nika Vacheishvili, Nika Vacheishvili Wine Cellar, wine-maker
54. Niko Totladze, "2 Qvevri"
55. Nini Chkheidze, wine-consultant
56. Nino Chitoshvili, cellar "Chitos Ghvino", founder, wine-maker
57. Nino Guniava, "Archil Guniava Wine Cellar"
58. Nino Mirotadze, "Village Wines"
59. Nino Nadiradze "Two Sisters"
60. Nodar Toronjadze, "The Ten Bells", bartender
61. Nukri Kurdadze, viticulturist, wine-maker
62. Paul Rimple, "Meet Me Here", owner
63. Rezi Tsetskhladze, wine-maker
64. Rezo Getiashvili, viticulturist, wine-maker
65. Rezo Kvatchrelishvili, "Naotari", co-founder
66. Salome Khardzeishvili, Georgian wine-maker in the Czech Republic
67. Shio Maisuradze, "Arbos Marani", wine-maker
68. Shorena Botchorishvili, LTD Ghvenakhe, founder, viticulturist
69. Shorena Pataridze, LTD "Pataridze's Rachuli", founder, director
70. Sophio Nikabadze, wine blogger
71. Tako Zhuruli, Zhuka-Sano Wine, viticulturist, wine-maker
72. Tamar Botchoridze, "Rotcho Vineyards", Director-General
73. Tamar Eristavi, "Eristavi Wine", owner
74. Tornike Chubinidze, "Chubini" wine cellar, founder, wine-maker
75. Tornike Lomtadze, Lomtadze Winery in Velistsikhe
76. Tsotne Japaridze, "Japaras Marani", founder
77. Winery "Tevri"
78. Zaur Natsvlishvili, cellar "Mzetevani", founder, viticulturist, wine-maker
79. Zaza Jakeli, LTD "Jakeli Organic Vineyards and Wines", founder
80. Zaza Shavtvalishvili, viticulturist
81. Zurab Khvtisiashvili, LTD Khvtisia
82. Zurab Maisashvili, "Ghvinuka", founder
83. Zurab Sadagashvili, wine-maker

სიახლეები