ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ყურძნის ჯიშები
ანბანის მიხედვით :
ფერის მიხედვით
image ასოციაცია "ღვინის ოსტატები" და მეღვინე არტიზანები განცხადებას ავრცელებენ 2024-04-14

ასოციაცია „ღვინის ოსტატები“ და მეღვინე არტიზანები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გმობენ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „რუსულ კანონს“ და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ხელს  50-ზე მეტი მეღვინე აწერს. მათ შორის ანდრო ბარნოვი („ღვინის ოსტატები“), ნიკა ვაჩეიშვილი („ვაჩეიშვილის მარანი“), ჯონ უერდემანი („ხოხბის ცრემლები“), ნუკრი ქურდაძე („ფაფრის ველი“), ქეთო ნინიძე („საოჯახო მარანი „ოდა“), თამარ პატარიძე („პატარიძის რაჭული“), თამარ ბოჭორიშვილი („როჭოს ვენახები“), ალექსი ციხელიშვილი („ციხელიშვილის მარანი“), ვაჟა კასრელიშვილი („გებრალე“) და სხვები.