ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინო
images images
უროები
მშრალი
ალკ. 11 %
2018 წლის მოსავალი
  • უროების რქაწითელი "Epilogue 2018" იმავე ვენახის 2018 წლის ვერსიაა, რაც ჩვენი ცნობილი უროები 2017. ვინთიჯის გარდა, განსხვავებაა ჩვენს მიდგომაშიც ვინიფიკაციისას. 2018 წლის ვერსია დაყენებულია ტრადიციულად, 8 თვე ჭაჭაზე დაყოვნებით, რაც ამ ღვინის თავისებურებებს განაპირობებს. შედარებით თხელი, ძალიან დაბალანსებული და სასიამოვნო, ძალზედ არომატული, გემრიელი და საინტერესო ღვინოა. 

    სახელი "ეპილოგი" - იმიტომ რომ ქვევრის ქვედა ნაწილის ღვინოა! 

    შეინახეთ და დალიეთ ეს ღვინო რაც შეიძლება გრილ მდგომარეობაში (10-11 გრადუსი), თუ გინდათ, რომ მისი საუკეთესო თვისებები აღიქვათ. ახასიათებს გამოკვეთილი თაფლის სანთლის სურნელი, რომელიც შეზავებულია ციტრუსის არომატებით. ციტრუსი მალე ქრება, სანთელი კი რჩება და ძლიერდება ძალიან დიდხანს. 

    დაყენებულია ბუნებრივ, ველურ საფუვრებზე დუღილით, 8 თვე ქვევრში ყოფნის შემდეგ, 2 თვე გაჩერდა ფრანგული მუხის ძველ კასრში, შემდეგ კი - კიდევ ერთი წელი - უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში. ჩამოისხა 2020 წლის ივნისში, სულ 300 ბოთლი.

    ძალიან კარგი ღვინოა, ნატურალური, ცოცხალი და ხასიათიანი! შეგარგოთ და გაგიმარჯოთ! 

     

     

  • მეღვინეებიანდრო ბარნოვი
  • ყურძნის ჯიში: რქაწითელი იხილეთ ქართული ვაზის ჯიშები
  • ხელმისაწვდომია 9 ცალი 
    ფასი: 50 ლარი     40 ლარი
    რაოდენობა: