ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინო
images images
ჩინური-მწვანე 2017
მშრალი
ალკ. 13,5 %
2017 წლის მოსავალი
  • 2017 წლის "ჩინური - მწვანე" საუცხოო, გამორჩეული ღვინოა. ყურძენი ლამისყანის ვენახისაა, რომლთანაც მუდმივად ვმუშაობ. ამ ღვინოში გამოყენებულია ყურძნის წვნის გამოუწნეხავი, თვითდინებით წამოსული ფრაქცია. ალკოჰოლურ ფერმენტაციას გადიოდა დაბალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივად, თითქმის 2 თვის განმავლობაში, 100% ჭაჭაზე, კლერტის გარეშე. დადუღებულია ველურ საფუვრებზე, ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე. როგორც ნატურალურმა და გაუფილტრავმა ღვინომ, ბუნებრივია, ბოთლში ე.წ. "კარგი ლექი" განივითარა. ამიტომ, დალევამდე ბოთლი ვერტიკალურად დადგით რამდენიმე წუთი. მთელი ლექი ძირზე მოგროვდება და ბოლო ბოკალში ჩამოვა. 

    ეს ჩვენი ბატონი გამოირჩევა მინდვრის ყვავილებისა და მწვანე ხილის გემო-არომატებით, საუკეთესოდ დაბალანსებული მჟავიანობით. ასაკი მნიშვნელოვნად ცვლის და მუდმივად აუმჯობესებს, აქვს ძალიან ინტენსიური გემო და ხანგრძლივი დაბოლოვება. გამოირჩევა სტაბილურობითაც, მაგრამ სიცხეში მაინც ნუ შეინახავთ. 

    დალიეთ ყლუპებით, ნელ-ნელა, თევზთან, პასტასთან, თხილეულთან, ან ყველაფრის გარეშე :) 

    წაიკითხეთ ბლოგი აქ

     

  • მეღვინეებიანდრო ბარნოვი
  • ყურძნის ჯიში: ჩინური იხილეთ ქართული ვაზის ჯიშები
  • ხელმისაწვდომია 5 ცალი 
    ფასი: 70 ლარი     50 ლარი
    რაოდენობა: