ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინო
images images
რქაწითელი მწვანე 2017
მშრალი
ალკ. 13.3 %
2017 წლის მოსავალი
  • ეს "რქაწითელი ხაშმი 2017" განსაკუთრებული ღვინოა. ამ ვენახის ყურძენს ყოველ წელს ვაღვინებ და ხუთი თითივით მაქვს შესწავლილი. ჩემი საყვარელი მეგობრის, თამარ კოშორიძის, ბიო ვენახია საგარეჯოში, სოფელ ხაშმში. ვენახი თამარას მამის გაშენებულია და, როგორც კარგ მეღვინეს სჩვევია, ისე ჰქონდა განაწილებული ჯიშები, რომ ფაქტიურად ვენახშივეა ღვინო დაკუპაჟებული. რქაწითელი 70% და კახური მწვანე 30% - ეს არის ამ ვენახის პოპულაცია.

    რადგან კლერტი კარგად მომწიფებული იყო, ღვინო ჭაჭა-კლერტზე დავაყენე, უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში. დადუღებისთანავე გამოვაცალე ჭაჭა და შევუცვალე ჭურჭელი. სამი კვირის შემდეგ კვლავ მოვაცილე ძირი და შევუცვალე ჭურჭელი. ამის შემდეგ გოგირდი და ჯანდაბა არაფერი მიმიკარებია, დადგა ველურ, ვენახიდან მოსულ საფუვრებზე, მოკლედ, ყველაფერი თავისი აქვს ამ ღვინოს. ერთი წელი იგიჟა და ბოლოს საოცარი ღვინო დადგა. ვისკი-ღვინოს ვეძახდი, ისეთი ძლიერი არომატები დაიყენა. კიდევ ერთი წლის შემდეგ უკვე სოლიდურობისკენ წავიდა და დღეს მართლაც იშვიათ ღვინოდ ჩამოყალიბდა. 

    ღვინო გამოირჩევა ატმის, ნესვის, თაფლისა და ლაიმის არომატებით, აქვს ძალიან ინტენსიური გემო და ძალიან გრძელი დაბოლოება, მუდმივად იცვლება და ვითარდება. ერთი სიტყვით, უმაგრესი ღვინოა. ძვირად იმიტომ ვყიდი, რომ ჯერ ერთი, ძალიან ცოტა მაქვს და თანაც, არ მინდა ისეთმა იყიდოს, ვისაც იაფად დათრობა უნდა. იყიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საოცარი ღვინით გინდათ ისიამოვნოთ. სვით ყლუპებით, სასიამოვნო კამპანიაში ან სულაც მარტო! დათრობით ეს ყლუპებიც კარგად დაგათრობთ, მაგაზე არ ინერვიულოთ. 13.5 ალკოჰოლი ბევრი რამის გარანტიას მოგცემთ.

    ორს თავისუფლად გაგწვდებათ მთელი საღამოს განმავლობაში. აბა, გაგიმარჯოთ! :) 

     

  • მეღვინეებიანდრო ბარნოვი
  • ყურძნის ჯიში: რქაწითელი იხილეთ ქართული ვაზის ჯიშები
  • ხელმისაწვდომია 2 ცალი 
    ფასი: 99 ლარი
    რაოდენობა: