ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინო
images images
საფერავი ხაშმის 2017
მშრალი
ალკ. 12,5 %
2017 წლის მოსავალი
  • ეს არის მარწყვი. ალუბლებით და შავი ქლიავით გამდიდრებული, დაძველებული და დაბრძენებული, ხმელ-ქინძ-მოყრილი მარწყვის მუსი! :) წარმოიდგინეთ? - შესანიშნავი ღვინოა მართლაც. არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ყვარლის საფერავებია ხოლმე, იმიტომ, რომ ხაშმის საფერავია, ივრის ჭალაა, გარეკახეთია, 700 მ სიმაღლეა... მოკლედ, ნამდვილი ხაშმის საფერავია, ხაშმის ვენახების ისტორიული ცენტრიდან - "ყარაბულაყიდან". რამდენიმე ბოკალს რომ ადვილად მოერევი, ისეთი ღვინოა, ძალიან რბილი და დაბალანსებული გემო-არომატი აქვს და მუდმივად ვითარდება, ანუ დაძველების დიდებული პოტენციალი აქვს ამ ბატონს.

    რაც შეეხება ვინიფიკაციის პროცესს, დავადუღე სრულ ჭაჭაზე, თუმცა 6 დღეში გამოვაცალე ჭაჭა და ამიტომ უხეშ ტონებს ვერსად იპოვით. ურბილესი, უგემრიელესი და უსაყვარლესი ვინმეა, სრულად ნატურალური და სულისთვის და ხორცისთვის თანაბრად სასარგებლო

    გაგიმარჯოთ და შეგარგოთ! 

     

  • მეღვინეებიანდრო ბარნოვი
  • ყურძნის ჯიში: საფერავი იხილეთ ქართული ვაზის ჯიშები
  • ხელმისაწვდომია 9 ცალი 
    ფასი: 60 ლარი
    რაოდენობა: