საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ბარნოვების მარანი
  • ბარნოვების ღვინის მარანი გრძელი ისტორიის გაგრძელებაა. მარნის პარტონი, ვახტანგ ბარნოვი წინაპრების ტრადიციას აგრძელებს და ქართლის საუკეთესო ჯიშებისგან ქმნის ღვინოს. წლების განმავლობაში მის ვენახში თავი მოიყარა სხვადასხვა იშვიათი ჯიშის ყურძენმა, რომლებსაც ბატონი ვახტანგი ნელნელა ამრავლებს და ექსპერიმენტსაც მუდმივად მიმართავს, რომ საღვინედ ვარგისი ახალ-ახალი ჯიშები გამოავლინოს. 

    რამდენიმე წელია, რაც ბატონ ვახტანგს მეღვინეობა-მევენახეობის საქმეში შვილიც შემოუერთდა. ანდრო ბარნოვმა პოლიტიკისა და საზოგადოებრივი საქმიანობისაგან თავისუფალი დრო მთლიანად მეღვინეობას დაუთმო და, მამასთან ერთად, მარნის აქტიური მესვეური გახდა. 

    ბრენდს აქტიურად უდგას გვერდში ვახტანგის მეორე შვილი, ევროპაში მოღვაწე დიზაინერი თამარ ბარნოვი, რომელიც მარნის პროდუქციის დიზაინზე ზრუნავს. 

    რა თქმა უნდა, ბრენდის სული და გული ოჯახის დედაა. აქ ყველაფერს ნანა ჯავრიშვილის მზრუნველი და მოსიყვარულე ხელი ატყვია. 

    ბარნოვების ღვინის მარანი საუკეთესო არტიზანულ ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს. ღვინის თითოეული სახეობა იწარმოება ძალიან მცირე რაოდენობით, რაც არასოდეს სცილდება რამდენიმე ასეულ ბოთლს. ბარნოვების ღვინის მარანი შექმნილია იმისათვის, რომ შექმნას საუკეთესო ღვინო. ბიზნესს აქ მხოლოდ დამატებით განზომილებად აღიქვამენ.

  • დღეს ბარნოვების ვენახში ძირითადად ჩინურსა და თაკვერს მოიწევენ, თუმცა შავკაპიტოსა და მუსკატის ვენახებიც უკვე შემდეგ წელს მოიწევს მოსავალს, სხვა ჯიშებიც, როგორიცაა ჯვარა, დანახარული, გომის თეთრა და სხვა, ნელ-ნელა იმართებიან წელში. 

    ვენახი გაშენებულია თეძმის ხეობის აღმოსავლეთ ფერდის გაშლილ ადგილზე, ზღვის დონიდან 810 მ. სიმაღლეზე. ნიადაგი თიხნარია. მზე მთელი დღის განმავლობაში დაყურებს ვენახს. ქართლისთვის დამახასიათებელი კლასიკური კლიმატის გამო ყურძენი დამწიფებას ოქტომბრის მეორე ნახევარში ასწრებს. 

  • მარანი ტრადიციული ტიპისაა.

    ჭურჭლად გამოიენება უჟანგავი ლითონი, მინა, კასრი და ქვევრი.

    ბარნოვების ღვინის მარანში დღეს ძირითადად ჩინური და თავკვერი იწურება. თუმცა მალე მათ რიცხვს შავკაპიტო და მუსკატი შეუერთდება. 

  • მარნის ქუჩა 1

    სოფ. ახალციხე

    კასპის რაიონი, შიდა ქართლი 

    +995599981805

    Facebook

    Google Maps 

  • ბარნოვების ღვინის მარანი მდებარეობს შიდა ქართლში, ბარნოვების საგვარეულო სოფელ ახალციხეში, სადაც ბარნოვები 18-ე საუკუნეში გადმოსახლებულან მესხეთიდან.&a

გალერეა