ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ანდრო ბარნოვი
  • ჩემი რწმენით და ხედვით, მეღვინისთვის ნატურალისტობა ერთადერთი ნამდვილი გზაა. სხვა ყველაფერი ჩვეულებრივი fast-food ბიზნესია, ანუ ის ბაზარია, სადაც სიცოცხლის ელექსირები არ იშოვება.

    პრესა:

    ტერუარი - ღვინის სამშობლოს ახალი უძველესი განზომილება

    Andro Barnovi: In Service of Wine and Country

    სამი საათი და თხუთმეტი წუთი "ღვინის ოსტატებში”

    Discover where Wine Came From

    Georgia on My Mind

    Andro BARNOVI: "I chose to go close to the soil and the Sun"

    From Governor to Winemaker | Journeys Webcast 10 | Andro Barnovi

  • ვენახები განლაგებულია შიდა ქართლის ტერიტორიაზე, თეძმის, ტანასა და მტკვრის ხეობების მიმდებარედ. ძირითადი ფართობები განლაგებულია თრიალეთის ველზე, ნავენახობში, მუხაურის საყდრის გარშემო, თეძმის მარჯვენა მხარეს, გაშლილ, ნიავიან, მზიან ადგილას, სადაც მონაცვლეობს მსუბუქი და მძიმე თიხნარი და ნიადაგი ძალზედ მდიდარია კირქვით. ვენახი დამრეც ფერდზეა, რომელიც ოდნავ ჩრდილოეთისკენაა დახრილი, 

    ამ საქმეს ხელს რომ ვკიდებდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე. რამდენიმე ადგილი მქონდა შეგულებული ვენახისთვის. სხვადასხვა გარემოებაზე იყო დამოკიდებული,  საბოლოოდ სად გავაშენებდი ვენახს, ამიტომ ყველა ეს ადგილმდებარეობა შევისწავლე. გარდა იმისა, რომ ნიადაგის, მზის, ნალექის, რელიეფისა და ქარების ამბები ვიცოდი, ისტორიასაც დიდ ყურადღებას ვუთმობდი. საქართველოში მეღვინეობას იმხელა ისტორია აქვს, შეუძლებელია, სავენახე ადგილს საკუთარი წარსული არ ქონდეს. ამიტომაც ვუკირკიტებდი, რომ ვენახი ვენახის ადგილზე გამეშენებინა. საბოლოოდ, ისეთ ადგილზე გავაშენე, დღესაც რომ ნავენახობს ეძახიან. თანაც, ჩემი დიდი პაპის ყოფილა თავის დროზე ეგ ადგილები, შემდეგ კომუნისტებმა წაართვესო და ბოლოს ხომ მე და მამაჩემმა ახლიდან ვიყიდეთ. 

  • ვენახების გამართვა და მარნის მშენებლობა ერთდროულად დავიწყე. უფრო სწორად, ვენახის ამბავი ცოტა გამიჯანჯლდა და ისე გამოვიდა, რომ ერთი მარნის ნაწილი (დღეს 4 ნაწილიანი დიდი მარანია) უკვე დასრულებული მქონდა, რომ მთავარი ვენახი ჯერ ჩაყრილიც არ იყო. კარგადაც გამოვიდა - სანამ ჩემი ყურძენი მოიწეოდა, საექსპერიმენტოდ დრო საკმარისად დამრჩა. ასე რომ 2016 წლიდან მოყოლებული, ღვინოს ვაყენებ, თუმცა ყურძენს ან ვყიდულობ, ან - რომელიმე მევენახეს გამოვართმევ ხოლმე და მერე ან ღვინოდ ვუბრუნებ, ან გაყიდული ღვინის ფულად. ვცდილობ, ვენახები ვიცვალო, რომ ტერუარებზე საკუთარი გამოცდილებით შევიქმნა შთაბეჭდილება. აბა ამ სიმდიდრეს ვერც წიგნით გავეცნობი და ვერც სხვისი დაყენებული ღვინით. ტრაბახით არ ვიტყვი და ღვინო ყოველთვის კარგი მაქვს, ხანდახან - ძალიან კარგიც კი. თუ მარანში არ მოხვედით და სამუშაო პროცესში არ გამისინჯეთ, ჩემს ისერა და ცუდ ღვინოს ვერსად ნახავთ, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც არ მომეწონა, ან არყად გამოვხდი, ან დავაძმარებ - ჩემი და პრობლემის ხასიათის მიხედვით.

  • ღვინის ოსტატები ჩვენი სახლია, სადაც, ქვევრებსა და კასრებს შორის, მთვარის, მზისა და მიწის ურთიერთკავშირს ვაკვირდებით და ვამზადებთ სიცოცხლის ელექსირს, რომელსაც ღვინოს ვეძახით. ბედნიერები ვართ, როდესაც სტუმარს ჩვენი ღვინის გემო აღაფრთოვანებს და სიცოცხლის სიყვარულს მატებს, ვსვამთ ცოტას, მაგრამ ბევრს! :)

    ღვინის დებატები „ღვინის ოსტატებში" არასოდეს წყდება. სტუმრებს ჩვენს პურსა და ღვინოს ვუზიარებთ სხვადასხვა კომბინაციით, სურვილის შესაბამისად. 

    შეგვაფასეთ TripAdvisor-ზე. ეს ჩვენი მიზნების მიღწევაში გვეხმარება

    ვარიანტები ნახეთ აქ

  • ღვინის ოსტატები * სოფელი წედისი * ატენის ხეობა * გორის რაიონი * შიდა ქართლი 

    +995 577 392828 * wine.artisans.2013@gmail.com

  • სოფელი წედისი * ატენის ხეობა * გორის რაიონი * შიდა ქართლი 

გალერეა

პროდუქცია
ცარიელია