ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ყურძნის ჯიშები
ანბანის მიხედვით :
ფერის მიხედვით
image მოკლედ საქართველოს მეღვინეობის შესახებ 2023-02-26

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის წარმოებას კიდევ უფრო ძველი ისტორია ქონდეს, ვიდრე ეს 5900 წლის წინანდელი არტეფაქტებით დასტურდება. ასევე, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ჯერ შუამდინარეთისა და ირანის, შემდეგ კი საბერძნეთისა და რომის გავლით ღვინომ საქართველოს ტერიტორიიდან დიდი გზა განვლო და ჯერ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა, დღეს კი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პროდუქტთა შორის ერთ-ერთი უპირველესია. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველო ორი რამის გამო არის ევროპა. ერთი - ესაა ქრისტიანობა, მეორე კი - ღვინო.