ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
საიტიდან შეძენის წესები

გვერდიდან შეძენის წესები და პირობები

პროდუქციის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ხოლო ადგილზე მიტანის სერვისის საფასურის გადახდის მოდელი შეგიძლიათ აირჩიოთ, გადაიხდით პლასტიკური ბარათით, თუ ადგილზე მიტანისას ნაღდი ანგარიშსწორებით.

პირველი ეტაპი:
აირჩიეთ სასურველი პროდუქტები და მათი რაოდენობა მთავარ გვერდზე ან პროდუქციის განყოფილებაში. დააჭირეთ ღილაკს „დავამატოთ კალათაში".
მეორე ეტაპი:
თქვენ იმყოფებით გვერდზე „კალათაში", სადაც უკვე დევს თქვენს მიერ არჩეული პროდუქტები. კალათაში თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ შესაკვეთი პროდუქციის კორექტირება - წაშალოთ არასასურველი პროდუქტი ან შეცვალოთ რაოდენობა, რის შემდეგაც ავტომატურად შეიცვლება ქვემოთ მოცემული პროდუქციის ღირებულება.
მესამე ეტაპი:
მას შემდეგ რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებით შეკვეთაზე ყურადღებით შეავსეთ ადგილზე მიტანის სერვისის ველები და თქვენი პირადი მონაცემები რათა არ მოხდეს გაურკვევლობა.
თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული ჩვენს ვებ-გვერდზე, უბრალოდ შეიყვანეთ თვქენი ელ.ფოსტა და პაროლი "ჩემი კაბინეტის" განყოფილებაში.
"VISA და MASTER CARD ბარათით" გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის VISA და MASTER CARD პლასტიკური ბარათით (სხვა ტიპის ბარათების გამოყენება შესაძლებელი არ არის). საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია "თი ბი სი" ბანკის უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით.
დაეთანხმეთ ქვემოთ მოწემულ წესებს და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთა"
მეოთხე ეტაპი:
თქვენ მოხვდით "TBC" ბანკის მიერ დაცულ გვერდზე, სადაც შესავსებია ოთხი ველი. შეიყვანეთ თქვენი ბარაათის ინფორმაცია და დააჭირეთ გადახდას.
მეხუთე ეტაპი:
თქვენი შეკვეთა განთავსდება წარმატებით, თუ თქვენს ბარათზე იქნება შესაბამისი ოდენობით თანხა. შეძენელი პროდუქტის ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ პირად კაბინეტში, რომლის მონაცმებსაც მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

 

 

შეკვეთის შესრულების პირობები

1. მოცემული პირობებით შეკვეთის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ თბილისში და მის შემოგარენში. სხვა ლოკაციებზე მისატანად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ინდივიდუალური პირობების შესათანხმებლად.
1. ადგილზე მიტანის ბლანკში ზუსტად მიუთითეთ მისამართი (მიმღების სახელი და გვარი, მობილურის ნომერი, მისამართი და დეტალური მისამართი). შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და შეათანხმებს ადგილზე მოტანის პირობებს.
2. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია არ მოიპოვებოდეს დროულად. ასეთ დროს ჩვენ თქვენთან შეთანხმებით ჩავანაცვლებთ პროდუქტს სხვა პროდუქტით, ან დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
1. უნაღდო ანგარიშსწორების დროს, ადგილზე მოწოდება შესაძლებელია იმავე დღეს, ან -ყველაზე გვიან - მეორე კალენდარულ დღეს. ტელეფონით შეკვეთისას ადგილზე მიწოდების პირობებს ინდივიდუალურად შეგითანხმებთ ჩვენი მენეჯერი.
2. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელი არ არის.
3. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია.

 

 

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

1. ჩვენ დავიბრუნებთ გაყიდულ პროდუქტს და დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას შემდეგი პირობებით:
a. ტრანსპორტირების ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება
b. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ შეძენილ პროდუქტზე ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, პროდუქტის მოტანის მომენტში. ამ შემთხვევაში გადაიხდით მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებას
c. თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი გაუხსნელი/დაუზიანებელი პროდუქტი მაქსიმუმ მეორე კალენდარულ დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავად მოიტანთ საწყობში, ან გამოიძახებთ ჩვენს კურიერს და ხელმეორედ გადაიხდით ტრანსპორტირების თანხას
d. თანხის დაბრუნება მოხდება მაქსიმუმ მესამე სამუშაო დღეს
e. პროდუქციის დასაბრუნებლად დაგვიკავშირდით: +995 599 981805