საქართველოს მცირე მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ტერუარული ღვინის საზოგადოება
image მეღვინეები ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად 2021-07-15

მრავალი ცნობილი მეღვინის ხელმოწერით, დღეს ქართულმა მცირე მარნებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი გმობენ ჰომოფობიას და შეუწყნარებლობას უმცირესობების მიმართ, მკაცრად გმობენ ძალადობას და სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს დასავლური კურსის მიმართ. წერილში გამოთქმულია სინანული, რომ არსებული ხელისუფლება აღვივებს ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს. 

წერილი პირველად 12 ივლისს დაიდო სოც. ქსელებში, ხელმოწერების გარკვეული რაოდენობის მოგროვების შემდეგ კი, 15 ივლისს გავრცელდა მედიაში. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. წერილი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/1gvWb29xFucqGhTo7