ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
< >

ყველა მეღვინე
 
მეღვინეობა / ემილ პეინო
მეღვინეობა / ემილ პეინო


ალკ.: %


 
  • მოკლედ საქართველოს მეღვინეობის შესახებ
    2023-02-26

    საგულისხმოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის წარმოებას კიდევ უფრო ძველი ისტორია ქონდეს, ვიდრე ეს 5900 წლის წინანდელი არტეფაქტებით დასტურდება. ასევე, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ჯერ შუამდინარეთისა და ირანის, შემდეგ კი საბერძნეთისა და რომის გავლით ღვინომ საქართველოს ტერიტორიიდან დიდი გზა განვლო და ჯერ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა, დღეს კი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პროდუქტთა შორის ერთ-ერთი უპირველესია. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველო ორი რამის გამო არის ევროპა. ერთი - ესაა ქრისტიანობა, მეორე კი - ღვინო.

     

  • თეთრი ხის თეთრი ყურძენი: ჩინური-ს დასახელების ეტიმოლოგიისათვის
    2023-01-30

    ჩემი გადმოსახედიდან, „ჩინ" ფუძესთან „ჩინურის" დაკავშირება ნამდვილად სწორი უნდა იყოს, თუმცა გაუგებარია, რა კავშირშია მასთან ზეთისხილი და მისი ფოთოლი. ჯერ ერთი, მწიფობისას ყურძნის სხვა მრავალი ჯიშის მარცვალი იღებს მსგავს ფერს და, ესეც არ იყოს, არც ჩინურის მარცვლისა და ზეთისხილის ფოთლის ფერის მსგავსებაა ასე საჩინო, რომ ხალხს ვაზის ჯიშის დასახელებად ექცია. როგორც ქვემოთ წარმოდგენილი მოკლე მიმოხილვა გვაჩვენებს, თავად სიტყვა „ჩინის" (ფერის) მნიშვნელობა ან მეორეული უნდა იყოს და ეს ფუძე ფერთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მისი პირველადი, დამოუკიდებელი მნიშვნელობის გამო, ანდა - ფუძე „ჩინ-" ფერის მნიშვნელობით ომონიმიად შეგვიძლია განვიხილოთ და მისი ფესვები კი სხვაგან ვეძებოთ.

  • მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში. თეოფილ დეიროლი
    2023-01-27

    ანა ჭეიშვილი

    თეოფილ დეიროლის "მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში"

    ქართული წყაროთმცოდნეობა XXIII. 2021. გვ.236-246 // Ana CHEISHVILI. Viticulture in the Western Caucasus Provinces by Théophile Deyrolle. Georgian Source-Studies. XXIII. 2021.pp.236-246