ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ადგილმდებარეობა და ზონები
გურჯაანის რაიონი

მდებარეობა: სამეგრელო
დახასიათება

რქაწითელი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უჭირავს. იძლევა მაღალხარისხოვან ევროპულ და კახური ტიპის სუფრის თეთრ ღვინოს, მაგარ და სადესერტო ღვინომასალას და ადგილობრივ მნიშვნელობის კარგი ღირსების სუფრის ყურძენს. მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. 

სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისაგანაა წარმომდგარი. მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე, 7), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი, 5), საინგილოში _ კუკურას სახელწოდებით (ვ. გეევსკი და გ. შარერი, 12), რუსეთში, ორჯონიკიძის მხარეში _ ლევოკუმის რაიონში ტოპოლიოკის და გრუზინსკის, ხოლო ბუდიონოვსკის რაიონში კოროლიოკის და ბუდაშურის სახელწოდებით (ტ. ორლოვა, 1940 წ.); საზღვარგარეთულ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში გვხვდება რქაწითელი გელბ (ჰ. გოეტე, 1887 წ.), რქაწითელი (გუიონი, 1896 წ.), რქაწითელი გიალო (ვიალა და ვერმორელი, 1901_1910 წწ.).

რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია. იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ალაზნის კერაში, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის 

ხეობაში (აღმოსავლეთ ნაწილში). თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან_თვისებებით

რქაწითელი პროლ. პონტიცა, სუბ პროლ. გეორგიცა Nეგრ.–ის (13) ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის. საერთოდ რქაწითელი ძალიან ახლოს დგას ალაზნის კერაში წარმოქმნილ სხვა ვაზის ჯიშების უმეტესობასთან და ამ ჯგუფის ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. რქაწითელის ადგილობრივი წარმოშობა სხვა მხრივაც დასტურდება. 

შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ. ეს ფაქტი არ გამოპარვია ვ. გეევსკისა და გ. შარერს (12), რომელთაც თავის ნაშრომში ნათქვამი აქვთ: `ძველი მისი სახელწოდება კუკურა წარმოებულია სოფ. კახისაგან (ზაქათალის ოლქი)~. ცხადია, სახელწოდება `კუკურა   უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან თუ სიტყვა ნაწარმოებია საინგილოს სოფლის სახელწოდება კახისაგან, ან ამ პროვინციის ძველი სახელწოდება კაკისაგან, მაშინ იგი უდავოდ კახურა ან კაკურა უნდა იყოს და არა კუკურა1.  

ამის სისწორეს მრავალი სხვა მოსაზრებაც ადასტურებს. კულტურული ჯიშების ფორმათა წარმოშობის ალაზნის დიდ კერაში, ვაზის ჯიშების უფრო ინტენსიური წარმოქმნა მის ქვემო ნაწილში _ საინგილოში უნდა წარმოებულიყო, რადგან ამ მხარის ჰავა (აქტიური ტემპერატურის ჯამი, მაღალი ტენიანობა) და ნოყიერი ნიადაგები გაცილებით უფრო ხელშემწყობია ჯიშების თავისუფლად წარმოქმნისა და ზრდა_განვითარებისათვის, ვიდრე ალაზნის შუა და სათავისაკენ მდებარე ნაწილი. მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ საინგილოში, კერძოდ, სოფ. კახში ამჟამადაც ბლომად (200 ჰექტარამდე) მოიპოვება რქაწითელის ძველი დაუმყნობი ვენახები. მნახველს ანცვიფრებს, გარდა კარგი ზრდა_განვითარების და მოსავლიანობისა, რქაწითელის იქაური ვენახების მაღალი ჯიშობრივი სიწმინდე. ამრიგად, რქაწითელის წარმოშობის საკითხი სავსებით გარკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო რაც შეეხება წარმოშობის დროს, ამის შესახებ მონაცემები სადღეისოდ არ მოიპოვება, რადგან XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი სამეურნეო ისტორიის ძეგლები დაცული არაა. 

ამის გამოა, რომ აკად. ივ. ჯავახიშვილს (6), ქართული ვაზის ჯიშების წარმოშობის ხნიერების დადგენისას, ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზის საფუძველზე რქაწითელის წარმოშობა ნავარაუდევი აქვს პირველ ხუთ და მომდევნო საუკუნეებში. რქაწითელი მორფოლოგიური ნიშნებისა და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით უფრო ახალ ჯიშად უნდა ვიგულვოთ. 

ამას გვიკარნახებს მისი ძირითადიმორფოლოგიური ნიშნების სიახლე (ოდნავ შებუსვილი _ თითქმის უბუსუსო ფოთოლი, ოვალური მარცვალი, თეთრი ფერი და სხვ.). აგრეთვე მისი სახეშეცვლილი ფორმების სიმცირე (დღემდე ამ ჯიშის, გარდა ვარდისფერი რქაწითელისა, არც ერთი სხვა მკვეთრად განსხვავებული ვარიაცია არ არის ნაპოვნი) და დასასრულს, თვითგანაყოფიერებული წიპწებიდან მიღებული თესლნერგების დიდი თანაბრობა მშობლებთან. ყველა ამ მონაცემების საფუძველზე რქაწითელი საფერავთან შედარებით გაცილებით უფრო ახალგაზრდა ჯიშად უნდა იქნეს მიჩნეული. 

რქაწითელი გავრცელებულია საბჭოთა კავშირის მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში, მაგრამ ძირითადად და ყველაზე უფრო ფართოდ რქაწითელი გავრცელებულია კახეთში, სადაც მას უჭირავს 13 ათასი ჰექტარი, ანუ ვენახების მთელი ფართობის თითქმის 75%. ვენახების 1953 წლის აღწერის მასალების მიხედვით რქაწითელს საქართველოში სულ 16 ათასი ჰექტარი ანუ საქართველოს ვენახების მთელი ფართობის თითქმის 30% უჭირავს. ფართობის მიხედვით რქაწითელს პირველი ადგილი უჭირავს როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირშიაც, სადაც მას ჯერ კიდევ 1940 წლის ბოლოსათვის ვენახების მთლიანი აღწერის მასალების მიხედვით უკვე 15 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი ეჭირა. უფრო დაწვრილებითი ცნობები რქაწითელის გავრცელების შესახებ საქართველოს ცალკეული რაიონების მიხედვით მოცემულია 1_ლ ცხრილში.

 არც ერთი სხვა მკვეთრად განსხვავებული ვარიაცია არ არის ნაპოვნი) და დასასრულს, თვითგანაყოფიერებული წიპწებიდან მიღებული თესლნერგების დიდი თანაბრობა მშობლებთან. ყველა ამ მონაცემების საფუძველზე რქაწითელი საფერავთან შედარებით გაცილებით უფრო ახალგაზრდა ჯიშად უნდა იქნეს მიჩნეული. 

გურჯაანის რაიონის ღვინოები