2014 წლის 24 აგვისტოს, 4 საათზე, რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე სკვერში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მეღევინეებმა საკუთარ მარნებში ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები წარმოადგინეს. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეფასეებინათ რაჭა-ლეჩხუმის შესანიშნავი ღვინოები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი უნიკალური ყველისა და თაფლის დეგუსტაციაც, აგრეთვე გაიმართა კონცერტი, რომელშიც ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფმა კანუდოსმა მიიღეს მონაწილეობა.
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების“ ორგანიზებით.
ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა შენარჩუნებას, მცირე მწარმოებელთა ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მეურეობის კულტურის განვითარებასა და ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას.
-
ასოციაცია "ღვინის ოსტატები" და მეღვინე არტიზანები განცხადებას ავრცელებენ2024-04-14
ასოციაცია „ღვინის ოსტატები“ და მეღვინე არტიზანები განცხადებას ავრცელებენ, სადაც გმობენ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „რუსულ კანონს“ და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ხელს 50-ზე მეტი მეღვინე აწერს. მათ შორის ანდრო ბარნოვი („ღვინის ოსტატები“), ნიკა ვაჩეიშვილი („ვაჩეიშვილის მარანი“), ჯონ უერდემანი („ხოხბის ცრემლები“), ნუკრი ქურდაძე („ფაფრის ველი“), ქეთო ნინიძე („საოჯახო მარანი „ოდა“), თამარ პატარიძე („პატარიძის რაჭული“), თამარ ბოჭორიშვილი („როჭოს ვენახები“), ალექსი ციხელიშვილი („ციხელიშვილის მარანი“), ვაჟა კასრელიშვილი („გებრალე“) და სხვები.
წაიკითხეთ სრულად -
მოკლედ საქართველოს მეღვინეობის შესახებ2023-02-26
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის წარმოებას კიდევ უფრო ძველი ისტორია ქონდეს, ვიდრე ეს 5900 წლის წინანდელი არტეფაქტებით დასტურდება. ასევე, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ჯერ შუამდინარეთისა და ირანის, შემდეგ კი საბერძნეთისა და რომის გავლით ღვინომ საქართველოს ტერიტორიიდან დიდი გზა განვლო და ჯერ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა, დღეს კი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ პროდუქტთა შორის ერთ-ერთი უპირველესია. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველო ორი რამის გამო არის ევროპა. ერთი - ესაა ქრისტიანობა, მეორე კი - ღვინო.
წაიკითხეთ სრულად -
თეთრი ხის თეთრი ყურძენი: ჩინური-ს დასახელების ეტიმოლოგიისათვის2023-01-30
ჩემი გადმოსახედიდან, „ჩინ" ფუძესთან „ჩინურის" დაკავშირება ნამდვილად სწორი უნდა იყოს, თუმცა გაუგებარია, რა კავშირშია მასთან ზეთისხილი და მისი ფოთოლი. ჯერ ერთი, მწიფობისას ყურძნის სხვა მრავალი ჯიშის მარცვალი იღებს მსგავს ფერს და, ესეც არ იყოს, არც ჩინურის მარცვლისა და ზეთისხილის ფოთლის ფერის მსგავსებაა ასე საჩინო, რომ ხალხს ვაზის ჯიშის დასახელებად ექცია. როგორც ქვემოთ წარმოდგენილი მოკლე მიმოხილვა გვაჩვენებს, თავად სიტყვა „ჩინის" (ფერის) მნიშვნელობა ან მეორეული უნდა იყოს და ეს ფუძე ფერთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მისი პირველადი, დამოუკიდებელი მნიშვნელობის გამო, ანდა - ფუძე „ჩინ-" ფერის მნიშვნელობით ომონიმიად შეგვიძლია განვიხილოთ და მისი ფესვები კი სხვაგან ვეძებოთ.
წაიკითხეთ სრულად