საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
სიახლეები
ბარნოვების მარნის ახალი ღვინო
ბარნოვების მარნის ახალი ღვინო
2017-01-11

ქართლის შუაგულში, თეძმის ხეობის მარჯვენა ფერდზე, სოფელ ახალციხეში მოწეული თავკვერი დაიწურა 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს. ალკოჰოლური და რძემჟავა დუღილის პერიოდები გაიარა უჟანგავი ლითონის კასრებში. ღვინის საბოლოო დაწმენდა მოხდა 5-8 გრადუს ყინვაზე, რის შემდეგაც 5 თვის განმავლობაში გაჩერდა მუხაზე. საბოლოოდ, 7 თვე ხელშეუხებლად ინახებოდა გრილ მარანში, რის შემდეგაც ჩამოისხა ბოთლებში და დაელოდა რეალიზაციის პერიოდს.

ამიტომ, ბარნოვების მარნის 2015 წლის მოსავალი გამოირჩევა ინტენსიური გემოთი და ჰარმონიული ბუკეტით, ალუბლის გემოსა და არომატში ირევა მუხის ნაზი ტონები, რაც ამ ღვინოს განუმეორებელ თვისებას აძლევს.

ბარნოვების მარანი საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანების ღირსეული წევრია და ბაზარზე გაერთიანების ხარისხის ნიშნით იქნება წარმოდგენილი. 

სხვა სიახლეები