ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ამავე ჯიშისგან დამზადებული ღვიანოები
ჩხავერი

მდებარეობა:
დახასიათება:

გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი ძველთაგანვე ცნობილია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. აღმოსავლეთ გურიის ზოგიერთ სოფელში (ხიდისთავი, იანოული, ბურნათი, საჭამიასერი) ჩხავერი ცნობილია აგრეთვე `ჩხაველის~ სახელწოდებით. მცირეოდენი მასალა ჩხავერის შესახებ წარმოდგენილია ე. ნაკაშიძის შრომაშიაც (18), ხოლო ამ ჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზი სათანადო სისრულით აქვს მოცემული აკად. ივ. ჯავახიშვილს (10). ლიტერატურულ წყაროების სიმცირე არ იძლევა საშუალებას დადგინდეს ჩხავერის, როგორც უძველესი ჯიშის აბორიგენობა, მაგრამ ჯიშის ბოტანიკური ნიშნები და აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებები, რაც დამახასიათებელია საერთო პონტოს მხარის ვაზის ჯიშებისათვის, ამას საკმაოდ დამაჯერებელს ხდის. სხვაგვარად არცაა მოსალოდნელი, რადგან ჩხავერი ჩამოყალიბდა შავი ზღვის სანაპირო ზონის ეკოლოგიურ პირობებში და მორფოლოგიური და აგრობიოლოგიური ნიშნებიც ისე განივითარა, რომ შეგუებოდა ამ ზონის ტენიან პირობებს. ასეთი ნიშნებია: ზრდის სიძლიერე, მაღალ ხეებზე ახოხების უნარი, მარცვლის კონსისტენცია, შებუსვის ინტენსივობა, ყურძნის დაგვიანებით დამწიფება და სხვ. ამრიგად, ჩხავერი თავისი მორფოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით შავი ზღვის აუზის ვაზის უძველეს ჯიშთა წყებას მიეკუთვნება Pროლ. პონტიცა სუბპროლ. Gეორგიცა Nეგრ. (19). აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის შრომაში იძლევა ჩხავერის სახელწოდების ანალიზს. იგი ადარებს ამ ჯიშს ჩხაბერძულს და ამბობს, რომ ჩხავერი შეიძლება ჩხაბერძულის ბოლოჩამოცილებულ სახეობად იქნეს მიჩნეულიო, მაგრამ დიდი მეცნიერი იქვე სამართლიანად ასკვნის მათ არაიდენტურობას, რაც ჩვენი კვლევითაც დადასტურდა ამ ორი ჯიშის ადგილზე შესწავლის შედეგად. ყურადღებას იპყრობს ამ ორი ჯიშის სახელწოდებათა პირველი ნაწილის (`ჩხა~) იდენტურობა (ჩხა_ვერი, ჩხა_ბერძული). აკად. ივ. ჯავახიშვილი `ჩხა_ს ადარებს ქართულ სიტყვას `გრჯღა~_ს და თვლის მას ამ უკანასკნელის ფონეტიკურ სახესხვაობად. რადგან, მისივე განმარტებით, ეს სიტყვა ძველ ქართულში ზოგადი მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა (გრჯღა _ მსხვილ განტოტვილ ხეს ნიშნავდა), დასაშვებად მია- ჩნია ჩხავერი და ჩხაბერძული ვაზის დაყენების წესის აღმნიშვნელი სახელები იყოს. ჩვენი აზრით, აღნიშნული საკითხი უეჭველად კიდევ საჭიროებს შესწავლას, მით უმეტეს, რომ სიტყვა `ჩხას სხვა მნიშვნელობაც აქვს ქართულში. მაგალითად, ჩხა ეწოდება ვაზზე აჭრილ რამდენიმემტევნიან რქას, ვინაიდან ჩხავერის ყურძენს წარსულში მოსახლეობა საზამთროდ ამგვარად აჭრილი რქებით ინახავდა, არ არის გამორიცხული ვიფიქროთ, რომ ჯიშმა სახელწოდებაც აქედან მიიღო. როგორც ძველად, ისე ამჟამად ჩხავერის გავრცელების არეალს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა _ კოლხეთის ტერიტორია და, კერძოდ, გურიისა და აჭარის რაიონები. იგი გვხვდება აგრეთვე აფხაზეთსა და ქვემო იმერეთშიც. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამდე ჩხავერი მასობრივად ყოფილა გავრცელებული მაღლარად გურიის თითქმის ყველა რაიონში, განსაკუთრებით მის შუა და ზემო ნაწილის მთისპირა სოფლებში და ძირითად ჯიშს წარმოადგენდა. მხცოვან პირთა და აგრეთვე ადგილობრივ მომუშავე გამოცდილ მევენახეთა გადმოცემით (ალ. შარაშიძე სოფ. დაბლაციხიდან, ალ. ხუნდაძე სოფ. საჭამიასერიდან), წარსულში მოსახლეობა ჩხავერისაგან ამზადებდა ღვინოს, რომელიც თავისი სინაზით, გემოთი და ალკოჰოლის ნორმალური შეცულობით განთქმული იყო გურიის გარეთაც. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჯერ სოკოვან ავადმყოფობათა (ჭრაქი, ნაცარი) და შემდეგ ფილოქსერის გავრცელების შედეგად ეს მეტად მნიშვნელოვანი ჯიში მასობრივად დაიღუპა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა იმ დროს ამ ავადმყოფობათა საწინააღმდეგო ღონისძიებებს არ იცნობდა. ამიტომ მხოლოდ ერთეული ძირები გადარჩა გურიის მთისპირა სოფლებში (ლიხაური, მაკვანეთი, ბახვი, ასკანა, დაბლაციხე, ფარცხმა, კოხნარი და სხვ.). მათი მოსავლიანობა და მოსავლის ხარისხი ამჟამად ცვალებადია და უშუალოდ დამოკიდებულია წლის ამინდზე. ჩხავერი მაღლარად საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება აგრეთვე შუა აჭარაში, კერძოდ, ქედის რაიონის სოფბეში, სადაც იგი მიუხედავად მოუვლელობისა, ნორმალურად იზრდება_ ვითარდება და მოსავალიც, ამინდის ხელსშემწყობ პირობებში, უხვი იცის (ერთ ძირზე 100_150 კგ ყურძენი იკრიფება). ამ მხარეში ჩხავერის მაღლარების უფრო უკეთეს მდგომარეობაში შემორჩენა, ჩვენი აზრით ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა შედარებით გვიან გავრცელებით აიხსნება. ნამყენების სახით დაბლარი ჩხავერის ძველი ნარგავები (ასაკით 45 წლამდე) შემორჩენილია ჩოხატაურის რაიონში სოფ. დაბლაციხესა და საჭამიასერში. მიუხედავად ხნოვანებისა მათი როგორც ზრდა_განვითარება, ისე მოსავლიანობაც სავსებით დამაკმაყოფილებელია. ჩხავერის აღდგენას ამ უკანასკნელ პერიოდში სერიოზული ყურადღება მიექცა. საქართველოს სსრ სამტრესტის ინიციატივით სოფ. ბახვში (მახარაძის რ_ნი) გაშენდა მევენახეობის საბ450

საქართველოს ამპელოგრაფია

ჭოთა მეურნეობა, სადაც 14 ჰექტარამდე ჩხავერია დარგული. ვაზები დაბლარადაა დაყენებული და დამყნობილია ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე. დაბლარი ჩხავერის ახალშენი ნარგავები გვხვდება აგრეთვე ჩოხატაურისა და მახარაძის რაიონებში კოლმეურნეთა საკარმიდამო და აგრეთვე კოლმეურნეობების ნაკვეთებზე.

დაბლარად ჩხავერი მცირედ გაშენებულია ქვემო იმერეთის, აჭარისა და აფხაზეთის რაიონებშიც, სადაც ამ ჯიშის ზრდა-განვითარება, მოსავალი და პროდუქციის ხარისხიც სავსებით დამაკმაყოფილებელია.

1947 წლის ვენახების აღწერის მასალების მიხედვით ჩხავერის ფართობი საქართველოში 134,5 ჰექტარს აღწევდა, აქედან დაახლოებით 57 ჰექტარამდე მაღლარად, ხოლო დანარჩენი დაბლარად გაშენებული ნამყენები იყო. 194-დან 1959 წლამდე გურიის, აჭარისა და აფხაზეთის რაიონებში გაშენდა დაბლარად 146 ჰექტარი ჩხავერი. ამრიგად, დაბლარი ჩხავერის საერთო ფართობი საქართველოში 1959 წლის ბოლოსათვის 222 ჰექტარს შეადგენდა, ხოლო მაღლარის ჩათვლით 279 ჰექტარს აღწევდა.

ჩხავერის ასე შეზღუდული გავრცელება ჭრაქის მიმართ მეტად სუსტი გამძლეობითა და საერთოდ ეკოლოგიური პირობებისადმი დიდი მგრძნობიარობით (ჭარბტენიან და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე მისი ზრდა- განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება), აგრეთვე მისი მცირე მოსავლიანობითა და ყურძნის გვიან დამწიფებით აიხსნება.

მიუხედავად ჩხავერის პროდუქციის მაღალი ღირსებებისა, მის გაშენებას მოსახლეობა ზემოაღნიშნულ ნაკლოვანებათა გამო ერიდება და სამაგიეროდ ფართოდ აშენებს იმერულ ცოლიკოურს, რომელმაც ზოგიერთ მიკროუბანში უეჭველად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მთელ რიგ მიკრორაიონებში ცოლიკოურისაგან მზადდება სავსებით მაღალი ღირსების მასალა მაღალხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინის დასაყენებლად (საჭამიასერი, კოხნარი, დაბლაციხე, საყვავისტყე, ბახვი და სხვ.). მაგრამ ცოლიკოურის გავრცელებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ჩხავერის ფართობის შეზღუდვა, მით უმეტეს, რომ მთელ რიგ რაიონებში იგი ორიგინალურ მასალას იძლევა მოვარდისფრო მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინის დასამზადებლად.

1955 წელს ჩოხატაურის რაიონში   სოფ. კოხნარ საჭამიასერის ზონაში დაარსდა სპეციალური საბჭოთა მეურნეობა, სადაც ამ უახლოეს წლებში უნდა გაშენდეს 150 ჰექტ. ჩხავერის ვენახი.

ბოტანიკური აღწერა

ჩხავერის ბოტანიკური აღწერა და აგრობიოლოგიური თვისებათა შესწავლა ხდებოდა ხდებოდა ბახვის საბჭოთა მეურნეობაში (მახარაძის რ-ნი), პარალელურად წარმოებდა მუშაობა ჩოხატაურისა და ქედის რაიონებში.

საბჭოთა მეურნეობა სოფ. ბახვის შუაგულშია გაშენებული. მისი ექსპოზიცია მიმართულია ძირითადად აღმოსავლეთითა და დასავლეთით. ნაკვეთების დახრილობა 10-20º-მდე აღწევს და ზღვის დონიდან 170-180 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ნიადაგი, რომელზედაც ჩხავერია გაშენებული, წითელმიწა ქვეთიხნარია, ნაკლებსტრუქტურიანი და ღარიბი, რის გამოც საჭიროებს ორგანული სასუქით გაძლიერებული დოზით გაპატიებას.

ჯიში აღწერილ იქნა აღმოსავლეთით დახრილ ფერდობზე, სადაც ვაზები დაბლარადაა გაშენებული, დაყრდნობილი სარზე და ფორმირებულია ქართული წესით - ერთი ან ორი სანაყოფე - სამამულეთი.ახალგაზრდა ყლორტი. კვირტების გაშლის პერიოდში მოთეთროა მოწითალო ელფერით. ზრდის კონუსი მოთეთრო-მოწითალოა და სქლადაა დაფარული ბეწვისებრი თეთრი ბუსუსით, რომელიც ხშირად მოწითალო ღვინისფერი ხდება.

პირველი, ახლად გაშლილი ფოთოლი ზედა მხრიდან სქლადაა დაფარული ბეწვისებრი თეთრი ბუსუსით. ფოთლის ნაპირები და განსაკუთრებით კბილანების ფუძე კი მოწითალო ღვინისფერია. ქვემოდან ფოთოლი ნაბდისებრ დაფარულია ბეწვისმაგვარი მოთეთრო ბუსუსით, რომელსაც ალაგ-ალაგ ემჩნევა მოწითალო ელფერი. ფოთლის ყუნწი მოწითალოა და საკმაოდაა დაფენილი ბეწვისმაგვარი მოთეთრო-მონაცრისფრო ბუსუსით. მომდევნო მეორე ფოთოლი ზედა მხრიდან ღია მწვანეა, განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივ მოწითალო-ბრინჯაოსფერი ელფერი დაჰკრავს და მონაცრისფერო ბეწვისებრი ბუსუსით თხელი ფენითაა დაფარული, შებუსვა უფრო ძლიერდება ძარღვების გასწვრივ, ქვედა მხრიდან კი შებუსვა ნაბდისებრია, მოთეთრო-მოწითალო ელფერით. ფოთლის ყუნწი მომწვანო-იისფერია და მცირედ დაფარულია ბეწვისებრი მონაცრისფრო ბუსუსით. მესამე და მეოთხე ფოთოლი, ზედა მხრიდან მოყვითალო მოიისფროა, ხშირად იღებს ღია მწვანე ან მოიისფრო-ბრინჯაოსფერ ელფერს და მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბეწვებით. ქვედა მხრიდან შებუსვა ქეჩისებრია. ბუსუსი მესამე ფოთოლზე მოთეთრო ნაცრისფერია მოწითალო ელფერით, მეოთხეზე კი - მონაცრისფრო. ფოთლის ყუნწი უმნიშვნელოდაა დაფარული მონაცრისფრო ბუსუსით.

ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა, ხოლო მზის მხრიდან მოიისფროა, იგი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერია ყლორტის წვერისაკენ.ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია ან საშუალოზე წვრილია. იგი მოწითალო ყავისფერია, მუხლთშორისის სიგრძე 8,5-15 სმ აღწევს. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი.ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი ღია მწვანეა, ფორმით მომრგვალო და მცირედ დანაკვთული. იგი საშუალო სიდიდისაა. მისი სიგრძე 16,8-18,4 სმ, ხოლო სიგანე - 14,8-17,3 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრია, ფუძე კი მომრგვალო ან ოდნავ ჩაჭრილია. გვხვდება ჩაღრმავებული ან თაღისებრი ამონაკვეთი კვადრატული ფუძით.

ზემო ამონაკვეთი უფრო ხშირად მცირედ, იშვიათად საკმაოდ ჩაჭრილია ან ჩანგისებრია მახვილი ფუძით. ქვედა ამონაკვეთი ოდნავაა ჩაჭრილი.

ფოთოლი სამნაკვთიანია, წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის სწორ კუთხეს, იშვიათად ბლაგვსაც.

ნაკვთების წვერის კბილები უფრო ხშირად სამკუთხედისებრია მომრგვალებული წვერით. გვხვდება სამკუთხედისებრი ან ამოზნექილგვერდებიანი და წამახვილებულწვერიანი, ანდა ხერხკბილა-სამკუთხედისებრი ცალ გვერდზე ჩაზნექილი კბილებიც.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია, ხოლო ზედა მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ფოთლის ზედაპირი ბრტყელია. გვხვდება ძაბრისებრ მოხრილი ან ქვემოთ ნაპირებჩამოშვებული ფოთლებიც. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 1-1,2 უდრის. იგი შიშველია, ღია მწვანე ან მოწითალო ღვინისფერი. ფოთლის კიდურები კბილანებითურთ ზედა მხრიდან ხშირად ღია ყვითლადაა შეფერილი.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, აქვს ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები. ყვავილში ხუთი მტვრიანაა, იშვიათად 4 და 6 მტვრიანაც გვხვდება. მტვრიანები თითქმის ორჯერ უგრძესია ბუტკოზე და მისგან საკმაოდ გადახრილია. ზოგ ყვავილში მტვრიანები თითქმის ჰორიზონტალურადაა დახრილი. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 200-360 აღწევს.მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 5-6 სმ აღწევს. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა. მისი სიგრძე 10-15 სმ, ხოლო სიგანე 7-12 სმ უდრის. მარცვლების რაოდენობა მტევანში 90-100 აღწევს. დიდი მტევნის სიგრძე 17 სმ, ხოლო სიგანე 12 სმ შეადგენს. მცირე მტევნის სიგრძე 10 სმ, ხოლო სიგანე 7 სმ უდრის.

მტევნის საერთო ფორმა უფრო ხშირად ცილინდრულ-კონუსისებრია; ზოგ შემთხვევაში მტევანი ცალფრთიანია. აგებულებით იგი მეჩხერია. გვხვდება საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მტევნის ყუნწი 1/3 - მდე გახევებულია, დანარჩენი ნაწილი ბალახმაგვარი და მომწვანო ფერისაა.მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 5-7 მმ აღწევს. იგი მწვანეა. ბალიში დამეჭეჭებულია და ვიწრო კონუსისებრი. იშვიათად გვხვდება განიერი კონუსისებრი ბალიშიც. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი მუქი წითელი-ვარდისფერია, იგი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა. მისი სიგრძე 11-13,5 მმ, სიგანე 10,8-13,2 მმ აღწევს. იგი თითქმის მრგვალია, შუა წელში უფრო განიერი, ბოლოში მომრგვალებული და სიმეტრიულია. მსხვილი მარცვლის სიგრძე 13,5 მმ, სიგანე კი 13,2 მმ უდრის. საშუალო მარცვლის სიგრძე 11 მმ, ხოლო სიგანე 10,8 მმ აღწევს. მარცვლის კანი არაა სქელი. რბილობი საკმაოდ ხორციანი, წვნიანი, ტკბილი და სასიამოვნო გემო აქვს. მარცვლის კანი ფიფქით (ცვილით) საკმაოდ დაფარულია.წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა. უფრო ხშირად ორწიპწიანი მარცვლები გვხვდება. წიპწა მოგრძო მსხლისებრია და ნისკარტისაკენ თანდათან ვიწროვდება. მისი სიგრძე 6-7 მმ, სიმსხო 3-3,5 მმ უდრის. იგი მუქი ყავისფერია, ხოლო მუცლის მხრიდან ღარებში მოყვითალოა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილში. ქალაძა მოგრძო- ოვალურია, ზურგის მხარე გლუვი აქვს. ნისკარტის ფუძე მოყვითალოა, წვერი კი მუქი ყავისფერი. მისი სიგრძე 1,5 მმ შეადგენს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

დაკვირვებანი ჯიშის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა სოფ. ბახვის ჩხავერის საბჭოთა მეურნეობაში, აგრეთვე ჩოხატაურის რაიონში (სოფ. დაბლაციხესა და კალაგონში) და აჭარის სსრ-ში სოფ. ქედის საკოლექციო ნაკვეთზე.

მრავალწლიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემები ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე ცალკეული რაიონის მიხედვით მოცემულია ქვემოთ მოყვანილ 1-ლ ცხრილში.

ჩოხატაურის და მახარაძის რაიონებში ჩხავერის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლის დასაწყისიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე მერყეობს 210-222 დღემდე, ხოლო ქედის რაიონში იგი 214 დღეს არ აღემატება.

ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ დეკადაში, მასობრივად მწიფდება ნოემბრის პირველ ნახევარში. ფოთოლცვენას ჩხავერი იწყებს ნოემბრის მიწურულში და ამთავრებს დეკემბრის პირველ რიცხვებისათვის. ამ რაიონებში შემოდგომით ყინვები არ იცის და ზოგჯერ ფოთლების ნაადრევად ჩამოცვენა სოკოვან ავადმყოფობათა და განსაკუთრებით ჭრაქის მოქმედების შედეგადაა გამოწვეული.

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ დამწიფებამდე მერყეობს 3879º-დან - 4100º-მდე. რაც სრულიად საკმაოდ უნდა ჩაითვალოს საგვიანო ჯიშების ყურძნის დასამწიფებლად.

აღმოსავლეთ საქართველოში ჩხავერი გაშენებულია მხოლოდ კოლექციებში - მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე თელავჩოხატაურის და მახარაძის რაიონებში ჩხავერის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლის დასაწყისიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე მერყეობს 210- 222 დღემდე, ხოლო ქედის რაიონში იგი 214 დღეს არ აღემატება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჩხავერი გაშენებულია მხოლოდ კოლექციებში - მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე თელავროგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, ჩხავერის მოსავლიანობა დაბლარად ფორმირების შემთხვვაში ერთ ძირზე 1,5-1,8 კგ აღწევს. მოსავლიანობის კოეფიციენტი მერყეობს 1,2-დან 1,5-მდე, ხოლო მტევნის საშუალო წონა 95,7 გ-დან (ბახვი) 123,8 გ-მდე (კალაგონი). ბახვის საბჭოთა მეურნეობაში ჩხავერის მოსავალი 1 ჰექტარზე 45 ცენტნერს არ აღემატება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მცირემოსავლიანი ვარიაციის ძირები მრავლად მოიპოვება აღნიშნულ მეურნეობაში.

შედარებით მეტ მოსავალს იძლევა ჩხავერის ჩოხატაურის რაიონში სოფ. დაბლაციხესა და კალაგონში. მიუხედავად ვაზების ხნოვანებისა (35 წლამდე) და საძირის შეუფერებლობისა (გამოყენებულია რუპესტრის დულო), ერთი ძირი ვაზის საშუალო მოსავალი 1,7-1,8 კგ-მდე აღწევს, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 50-55 ცენტნერს შეადგენს. ასევე ითქმის ქედის რაიონზედაც, სადაც დაბლარად გაშენებული ჩხავერის მოსავალი ერთ ჰექტარზე 55 ცენტნერს არ აღემატება. თითქმის ასეთივე მოსავალს იძლევა ჩხავერი მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე, სადაც მისი მოსავალი ერთ ძირზე მერყეობს 1- დან 2 კგ-მდე, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით შეადგენს 33- 66 ცენტნერს. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,2 უდრის. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 100-125 გ შორის. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ვაზზე მრავალწლიანი ნაწილების გადიდებით და შესაბამისად ვაზის მეტი დატვირთვით შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს ჩხავერის მოსავალი. ამის დამადასტურებელ მრავალ მაგალითს ვხვდებით როგორც მახარაძისა და ჩოხატაურის რაიონებში, ისე აფხაზეთში - გუდაუთის რაიონის სოფ. ბომბორის მევენახეობის ზონაში.

ამ მიმართულებით 1955 - 1957 წლებში მუშაობა ჩაატარა ჩვენი ხელმძღვანელობით ასპ. ნ. ჩხარტიშვილმა ბახვის საბჭოთა მეურნეობასა (მახარაძის რ-ნი) და ახალსოფლის ორჯონიკიძის სახ. კოლმეურნეობაში (გუდაუთის რ-ნი), აქვე ვათავსებთ ჩატარებული ცდების მონაცემებს (იხ. ცხრ. 3).

ბახვის მიკროზონაში გამოცდილ ფორმებიდან მოსავლიანობის ელემენტების უკეთესი მაჩვენებლებით ხასიათდება ორმხრივი მოკლე კორდონი, მას ოდნავ ჩამორჩება მრავალსაკავებლიანი შპალერული ფორმა თავისუფალი სხვლით. ორმხრივი მოკლე კორდონის წესით ფორმირებისას ჰექტარზე 99-100 ცენტნერი ყურძენი იქნა მიღებული, თავისუფალი სხვლის შედეგად საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 93-94 ცენტნერს აღწევს მაშინ, როდესაც ქართული ორმხრივი შპალერული ფორმირების დროს მოსავალი 50-55 ცენტნერს არ აღემატება.

დაკვირვებიდან ჩანს აგრეთვე, რომ ჩხავერი განსაკუთრებით კარგად ეგუება ისეთ ფორმას, რომელიც მრავალწლიან ნაწილებს უფრო ინარჩუნებს და მის ბუნებრივ აგებულებას უახლოვდება. ამას ადასტურებს სოფ. ახალსოფლის ორჯონიკიძის სახ. კოლმეურნეობაში (გუდაუთის რ-ნი) აგრ. ა. იობიძის მიერ ჩამოყალიბებული კორდონული ფორმები. ამ ფორმებზე ასპ. ნ. ჩხარტიშვილის (1956-1957 წწ.) დაკვირვების მიხედვით მოსავლიანობის ელემენტების უკეთესი მაჩვენებლებით ხასიათდება ერთსართულიანი კორდონი (2X1,5 და 2X2 მ კვების არეზე) ვაზზე 50-55 კვირტის დატოვებით. ამ შემთხვევაში ჰა-ზე 130-150 ცენტნერი ყურძენი იქნა მიღებული. ამავე დროს ასეთი დატვირთვა ვაზის ზრდა- განვითარების ელემენტებზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

საყურადღებო შედეგებია მიღებული აგრეთვე გასხვლის სიგრძის და სანაყოფეზე მოთავსებული ცალკეული კვირტების მოსავლიანობასთან დაკავშირებით, რაც წარმოდგენილია ქვემოთ (იხ. ცხრ. 4).

როგორც მე-4 ცხრილიდან ჩანს, სანაყოფის 2-3 კვირტზე გასხვლისას მოსავლიანობის ელემენტები მკვეთრად მცირდება. მოსავლიანობის ყველა ელემენტის მიხედვით უკეთესი მაჩვენებლებით ხასიათდება ვაზები, რომლების სანაყოფე რქა 8-9 კვირტზეა გასხლული. ამას ადასტურებს აგრეთვე რქის ზონის მიხედვით მდებარე ცალკეული კვირტების მოსავლიანობაზე წარმოებული დაკვირვებაც (იხ. ცხრ. 5).

ამ დაკვირვებიდან ჩანს, რომ ჩხავერის სანაყოფე რქის ბაზალური ზონის კვირტები (1,2 და 3) ნაკლებმოსავლიანია; მეტმოსავლიანი კვირტები მოთავსებულია რქის შუა ზონაში მე-5-დან მე-10 ჩათვლით. მათ შორის ყველაზე უხვმოსავლიანია მე-9 კვირტი (მისი პროდუქტიულობა საშუალოდ 114,7 გ აღწევს, მაშინ როცა პირველი კვირტის პროდუქტიულობა 42,44 გ არ აღემატება).

აქედან გამომდინარე ჩხავერის გასხვლის ოპტიმალურ სიგრძედ მიჩნეული უნდა იქნეს სანაყოფეს 8-9 კვირტზე გასხვლა, რაც საგრძნობლად (2-ჯერ მეტად) ზრდის მოსავლიანობას მოკლედ გასხლულ ვაზებთან შედარებით.

ამრიგად, მოსავლიანი ძირების შერჩევით და მომრავლებით, აგრეთვე შესაფერი გასხვლის ფორმის მიცემით და სათანადო მოვლის პირობებში ჩხავერის მოსავალი მკვეთრად შეიძლება გაიზარდოს და ჰექტარზე მივიღოთ სულ მცირე 80- 100 ცენტნერი ყურძენი.

მოსავლის პირველი ნიშნები ჩხავერს დარგვის მესამე წლიდან გამოაჩნდება. სრულ მოსავალს იგი მე-4, მე-5 წლიდან იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩხავერს ნორმალურად განვითარებული ყვავილები აქვს, ზოგ წლებში არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გავლენით ყვავილი სცვივა, რაც 8-10%-მდე აღწევს.სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა. ჩხავერი ადვილად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. განსაკუთრებით დიდ მგრძნობიარობას იჩენს იგი ჭრაქის მიმართ. სწორედ ამით აიხსნება ამ ჯიშით ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლები დაინტერესება.

ჭრაქისაგან განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ახალშენი ვაზები და ნამყენები სანერგეში. ჩხავერის სრულმოსავლიანი ვენახები ბორდოს ხსნარით დამატებით 2-ჯერ უნდა შეიწამლოს, ხოლო სანერგე და ახალშენი 3-4-ჯერ. ნაცრის წინააღმდეგ კი საკმარისია დამატებით ერთხელ გოგირდის შეფრქვევა.

შემოდგომით, ხანგრძლივი წვიმების დროს ჩხავერის მარცვალი ზიანდება `ბოტრიცისისაგან, რაც უარყოფითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე.გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება და სპეციფიკური თავისებურებანი. ჩხავერის გასაშენებლად საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს შემაღლებული, სამხრეთით მიქცეული, მზით უხვად განათებული ნაკვეთები, რომელთა ნიადაგი კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობას უნდა შეიცავდეს. ასეთ ადგილებზე ჩხავერისაგან მიიღება შუშხუნა, ხალისიანი, ჰარმონიული და სხეულიანი სუფრის ღვინო, აგრეთვე მაღალხარისხოვანი საკუპაჟე მასალა ქართული შამპანური ღვინის დასამზადებლად. დაბლობ ვაკე ადგილებში, მიუხედავად მოჭარბებული ტენისა, მარცვალი სრულიად არ სკდება და ვაზიც სათანადოდ შეწამვლის შემთხვევაში ნორმალურად ვითარდება, მაგრამ ამგვარი ნაკვეთებიდან ჩხავერისაგან ყოველთვის დაბალხარისხოვანი მასალა მიიღება, რომლისგანაც სრულიად უბრალო, დაბალი ღირსების ღვინო დგება.

ვინაიდან დაბლობ ადგილებში მოჭარბებული ტენისა და სითბოს მოქმედების შედეგად სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ჩხავერზე გაძლიერებულია, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ვაზს მიეცეს ამაღლებული შტამბი (1-1,5 მ) და დამატებით იქნეს შეწამლული ვაზის ვეგეტატიური ნაწილები როგორც ბორდოს ხსნარით, ისე გოგირდით.

ზამთრის ყინვების მოქმედება გურია-აჭარის რაიონებში საერთოდ მცირეა (-5º, -8º, -10º), რაც ჩხავერის ვეგეტატიური ნაწილების განვითარებაზე სრულიად არ ახდენს გავლენას. ასევე ითქმის გაზაფხულის წაყინვებზედაც. ამ უკანასკნელის მოქმედება დასახელებულ მხარეებში მინიმალურია. ვაზი ნორმალურად იღვიძებს და როგორც კვირტების გამოფურჩქვნა, ისე ვეგეტატიური ნაწილების საერთო ზრდა- განვითარება სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.

ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს მოსავლის რაოდენობაზე ჩხავერის მოკლედ სხვლა ქართული ან გიუოსებრი წესით. გასხვლის აღნიშნული წესი უარყოფითად მოქმედებს აგრეთვე ვაზის საერთო ზრდა-განვითარებაზედაც. მრავალწლიური დაკვირვებები ადასტურებს, რომ ჩხავერი, როგორც ახოხების დიდი მიდრეკილების მქონე ჯიში, მოითხოვს ამაღლებულ ფორმას რამდენიმე საფორმო ელემენტის დატოვებით. ამგვარად ფორმირებული ვაზი იძლევა როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაღალ მაჩვენებლებს ვაზის საერთო განვითარების ნორმალური პირობების შენარჩუნებით. ამიტომ ვაზის არსებული ფორმირება დაბლარად ერთ-ორ სანაყოფეზე აუცილებლად უნდა შეიცვალოს ამაღლებული შტამბის მიცემით და მის მრავალწლიან ნაწილებზე რამდენიმე საფორმო რგოლის შექმნით.

ჩხავერის აფინიტეტი ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებთან არ არის საბოლოოდ დადგენილი. ჩვენ მიერ შესწავლილია მხოლოდ ჩხავერის შეხორცების ინტენსივობა ზოგიერთ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებთან. საცდელად აღებული ოთხი საძირიდან (რიპარიაXრუპესტრის 3309, 10114, შასლაXბერლანდიერი 41ბ და ბერლანდიერიXრიპარია 420ა) შეხორცების საუკეთესო უნარი გამოამჟღავნა ბერლანდიერიXრიპარია 420ა და რიპარიაXრუპესტრის 3309-თან.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ჩხავერის მტევნისა და მარცვლის მექანიკური ანალიზისათვის ნიმუშები აღებული იყო დაბლარად ფორმირებულ ვაზებიდან ბახვის საბჭოთა მეურნეობაში, სოფ. დაბლაციხეში, სოფ. კალაგონში და სოფ. ქედის საკოლექციო ნაკვეთზე. ანალიზის შედეგები მოცემულია მე-6 ცხრილში.

როგორც ცხრილიდან ჩანს, სხვადასხვა პუნქტებიდან აღებული ნიმუშების მასალაში მკვეთრი სხვაობა არ აღინიშნება. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 95- დან 123 გ-მდე, 100 მარცვლის წონა 110-139 გ არ აღემატება და 100 წიპწის წონა 3,1 და 4,8 გ შორის მერყეობს. ასევე მკვეთრ სხვაობას ვერც მტევნის შემადგენელ ნაწილებში ვპოულობთ.

აღნიშნულ ადგილებიდან აღებულ ნიმუშებში წვენის გამოსავალი 73,9-80,06% აღწევს, საშუალოდ კი 77,4% უდრის. დანარჩენები კლერტის, წიპწისა და ჭაჭის სახით საშუალოდ 22,6% შეადგენს.

ჩხავერის დიდი მტევნის წონა აღწევს 251,9 გ, ხოლო მცირე მტევნისა 79,8 გ.

100 მარცვალში 150 ცალამდე წიპწაა. აქედან ერთწიპწიანი მარცვლები 14%, ორწიპწიანები - 52%, სამწიპწიანები - 29%, ხოლო ოთხწიპწიანები - 5% შეადგენს.

ყურძნის ქიმიური შედგენილობის გამოსარკვევად საანალიზო მასალა კვლავ იმავე პუნქტებიდან და იმავე წელს იქნა აღებული. ანალიზის შედეგები მოცემულია ქვემოთ მე-7 ცხრილში.

დასახელებულ რაიონებში, მიუხედავად რთველის გვიან ჩატარებისა, შაქრის რაოდენობა არ გადიდებულა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ რთველის პერიოდში ამ მხარეებში ჰიდროთერმული კოეფიციენტი მნიშვნელოვნადაა გადიდებული, რაც ხელს უწყობს მარცვალში წყლის სწრაფ მატებას. მიუხედავად ამისა შაქრის აღნიშნული შეცულობა (19,5-21%) სავსებით საკმაოდ უნდა ჩაითვალოს ხარისხოვანი სუფრის ღვინის დასაყენებლად. საერთო მჟავიანობის მონაცემები (8,1-9,6‰) მასალის ვარგისობის მაჩვენებელია ძირითადად ევროპული ტიპის ღვინოების დასამზადებლად. მაღალი მჟავიანობა დუღილის პროცესში ბუნებრივად მცირდება და, ამრიგად, საბოლოოდ ღვინოს შერჩება სუფრის ღვინისათვის დამახასიათებელი ნორმალური სიმჟავე.

ჩხავერის ღვინო, რომელიც რამდენჯერმე იქნა შემოწმებული ღია და დახურულ დეგუსტაციაზე, შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: იგი ღია ვარდისფერი, ნაზი და ჰარმონიულია. ალკოჰოლსა და სიმჟავეს ნორმალური რაოდენობით შეიცავს.

ქვემოთ მოყვანილია ცნობები ღვინის ქიმიური შედგენილობის შესახებ. ღვინის ნიმუშები აღებულ იქნა ბახვის, კალაგონისა და ქედის ნაკვეთებიდან 1950 და 1951 წლებში (იხ. ცხრ. 8).

როგორც მე- 8 ცხრილიდან ჩანს, ჩხავერის ყველა ნიმუში ალკოჰოლს საკმაო ოდენობით შეიცავს (11,0-12º), რაც სავსებიც დამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს ხარისხოვანი სუფრის ღვინისათვის. საერთო მჟავიანობა თუმცა მომეტებული ჩანს, მაგრამ იგი ერთგვარ სასიამოვნო სიხალისეს აძლევს ღვინოს, რაც არა ერთხელ დადასტურდა ღვინის დაჭაშნიკებისას.

ასევე ნორმალურად უნდა ჩაითვალოს ექსტრაქტულობაც; ხოლო მცირედ მომეტებულია ტანინი (0,95-1,12), რაც გამოწვეულია ტკბილის ჭაჭაზე დადუღებით. მქროლავი მჟავიანობის სიმცირე (0,5-0,7) ექვსივე ნიმუშში ღვინის სისაღის მკაფიო მაჩვენებელია.

ჩხავერის ყურძნიდან დაყენებული სუფრის, ბუნებრივად ტკბილი და აგრეთვე შუშხუნა ღვინოების ქიმიური შედგენლობა და ორგანოლეპტიკური დახასიათება წარმოდგენილია ქვემოთ მე-9 და მე-10 ცხრილში.

სხვადასხვა წლებში საქარის მევენახეობა-მეღვინეობის საცდელ სადგურზე ენოქიმიკოს ვ. დემეტრაძისა და კ. გორაევის მიერ (1,14) ჩატარებული ჩხავერის ღვინის ქიმიური ანალიზის მონაცემები მოყვანილია მე-10 ცხრილში.

სოფ. ვაკიჯვარში დაყენებული ჩხავერის ღვინის ნიმუში, როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, სავსებით დადუღებულ პროდუქტს წარმოადგენს, რადგან მასში ალკოჰოლის ნორმალური რაოდენობაა (10) და შაქარი უმნიშვნელოდაა მოცემული (0,049). საერთო მჟავიანობის მომეტებული რაოდენობა (0,768) იმის მაჩვენებელია, რომ ყურძენი შედარებით ნაადრევადაა მოკრეფილი როგორც ჩვენ მიერ შეკრებილ ნიმუშებში, ისე აქაც მქროლავი სიმჟავე მცირედაა წარმოდგენილი (0,122), რაც ღვინის სისაღის მაჩვენებელია (იხ. ცხრ. 11).

ჩაისუბანში დაყენებული ჩხავერის ღვინის ნიმუში ვაკიჯვარის ნიმუშთან შედარებით მეტ ალკოჰოლს შეიცავს (2,97) საკმაო შაქრიანობასთან (1,835) ერთად, ხოლო მჟავიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია (0,45). ეს გამოწვეულია იმით, რომ ყურძენი დაკრეფილია გვიან, რის შედეგადაც მოხდა წყლის აორთქლება და შაქრის კონცენტრაცია. ამავე ნიმუშში მქროლავი მჟავიანობის სიმცირე (0,067) და გლიცერინის ნორმალური შეცულობა ღვინის სისაღისა და ჰარმონიულობის მაჩვენებელია.

დასახელებული ნიმუშების სადეგუსტაციო შეფასება ვ. დემეტრაძის მიხედვით ასეთია: პირველი ნიმუში კრიალაა, ღია მოყვითალო, საკმაოდ ჰარმონიული და თავისებური სპეციფიკური არომატი აქვს. მეორეც ღია მოყვითალოა, მხოლოდ უფრო ენერგიულია და მოტკბო.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ჩხავერი ძლიერ გვიან მწიფობის ჯგუფს ეკუთვნის. გურიისა და აჭარის თითქმის ყველა რაიონში მის ყურძენში შაქრისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდება მხოლოდ ნოემბრის დასაწყისიდან მყარდება, რის გამოც რთველსაც სწორედ ამ დროს ატარებენ.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად ჩხავერი სასურველია ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიკრიფოს, ხოლო მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინის მისაღებად - ნოემბრის შუა რიცხვებში.

ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად ძლებს დეკემბრამდე, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება.

გურიისა და აჭარის რაიონებში (ბახვი, კოხნარი, ბურნათი, ხულო, ქედა) ჩხავერის ორი ვარიაციაა გავრცელებული, ცივჩხავერა და მცირემოსავლიანი ჩხავერი. პირველი გვხვდება აჭარის რაიონებში, ხოლო მეორე გურიაში და ნაწილობრივ აჭარაშიაც.ცივჩხავერა ჩხავერისაგან განსხვავდება ზოგიერთი ბოტანიკური ნიშნებით. ასე, მაგალითად, მისი ფოთლები უფრო დანაკვთულია, საშუალოზე პატარაა, მტევანი თხელი და საშუალოზე მცირე აქვს, ხოლო მარცვალი წვრილი, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი და თხელკანიანი. კანი რბილობს ძნელად სცილდება. მარცვალში ხშირად სამი წიპწაა. ნაკლებად სასიამოვნო გემო აქვს. ხულოს პირობებში ცივჩხავერა ოქტომბრის მეორე ნახევარში აღწევს სრულ სიმწიფეს. იგი ადვილად ავადდება სოკოვანი ავადმყოფობებით და მაღლარებზე მათი მოქმედების შედეგად ფოთლების ნაადრევად ჩამოცვენის გამო ვაზის რქები ვერ ასწრებს მომწიფებას, განსაკუთრებით რქის ზედა ნაწილები და ზამთრის ყინვების გავლენით ადვილად იღუპება.მცირემოსავლიანი ჩხავერი გვხვდება როგორც მაღლარად, ისე დაბლარად ნარევის სახით ჩხავერის ძირითად ნარგაობაში. ზოგიერთ ადგილებში (მაგ. ბახვის საბჭოთა მეურნეობაში) ეს ვარიაცია დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი (25-35%). მორფოლოგიური ნიშნებიდან ამ ვარიაციის დამახასიათებელია ყურძნის მწიფობის პერიოდში ფოთლების ზედა მხარის მასობრივად წითლად შეფერვა და ფოთლის ნაპირების ქვემოთ დახრა. ახასიათებს პატარა ზომის, დაუტოტავი, თხელი და ხშირად ცილინდრული ფორმის მტევნები. მარცვალი სრული მწიფობის პერიოდში ღია მოვარდისფროა, იგი მომრგვალო მოყვანილობისაა და საშუალოზე მცირეა. ჩხავერის მსგავსად სქელკანიანი არაა, წვნიანია და ნაკლებხორციანი და ჩვეულებრივ ტკბილი გემო აქვს. დაბლარად ფორმირებული ერთი ძირი ვაზის მოსავალი 500- 600 გ არ აღემატება, უფრო ხშირად 300- 400 გ უდრის. მტევნის საშუალო წონა 30- დან 70 გ- მდე მერყეობს. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1-1,2 უდრის, ამავე თვისებებს იჩენს ეს ვარიაცია მაღლარზედაც, თუმცა ამ შემთხვევაში კიდევუფრო მცირე ზომის მტევნებს ივითარებს.

ჩოხატაურის რაიონის ზოგიერთ სოფელში (ფარცხმა, კოხნარი, საჭამიასერი) გავრცელებულია მცირეოდენი ნარგავების სახით დაბლარად, ე.წ. საპაიჭაოს ჩხავერი, ხოლო დასავლეთ გურიაში (ლიხაური, მაკვანეთი) გვხვდება ჯიშები სამჩხავერა და ჩხაბერძული.

დასახელებული ჯიშების შემოწმებამ ცხადყო, რომ ისინი ჩხავერისაგან განსხვავებულია როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით, რის გამოც დამოუკიდებელ ჯიშებად უნდა იქნეს მიჩნეული.

საერთო შეფასება და დარაიონება

ჩხავერი, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში დიდი ყურადღების ღირსია. დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (გურია, აჭარა, აფხაზეთი), სადაც შემოდგომა ხანგრძლივი და თბილია, ჩხავერი წარმატებით შეიძლება დაინერგოს და განვითარდეს, განსაკუთრებით დასახელებულ მხარეთა მთისპირა სოფლებში. მისგან შეიძლება მიღებულ იქნეს პროდუქცია მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

პროდუქციის ქიმიური შედგენილობა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები მტკიცე საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ იგი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე, როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი შამპანური ღვინის დასამზადებლად. ამის დამადასტურებელია ამ უკანასკნელ წლებში საქარის მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის და მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ამ მიმართულებით წარმოებული მუშაობა. არაერთგზისი შემოწმების შედეგად ჩხავერის ღვინომასალამ და მისგან დამზადებულმა შამპანურმა მაღალი შეფასება მიიღო.

ფრიად საყურადღებოა ჩხავერის პროდუქცია ყურძნად გამოყენების თვალსაზრისითაც. ჩხავერს ჩვეულებრივ ნოემბრის მეორე ნახევარში კრეფენ. ეს ის დროა, როდესაც როგორც დასავლეთ, ისე განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ვაზის არც ერთი ჯიში არ რჩება დაუკრეფავი, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სამეგრელოში ოჯალეში, რომელსაც მსგავსად ჩხავერისა ნოემბრის დასასრულს და დეკემბრის პირველ რიცხვებში კრეფენ, როცა ვაზები მეტწილად ფოთლებისაგან გაშიშვლებულია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიუხედავად ყურძნის ასე გვიან დაკრეფისა, იგი სრულიად არ ჭკნება არც ვაზზე და არც დაკრეფილი. მაღლარებზე ზამთარშიაც ხშირად ვხვდებით ჩხავერის ყურძენს დაუკრეფავს, მას საჭიროების მიხედვით მოსახლეობა იანვარში კრეფს. ამავე დროს დაკრეფილ ყურძენს ჩხების სახით (აკიდოს მსგავსად) ინახავენ გაზაფხულამდე.

ჩხავერის უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტი გამძლეობა და ზოგიერთ ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ნაკლები მოსავლიანობა.

აღნიშნული ნაკლოვანებანი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოსწორებული, სახელდობრ: სოკოვან ავადმყოფობათა წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული უნდა იქნეს დამატებითი ორჯერ შეწამვლა ბორდოს ხსნარით, ხოლო ერთხელ გოგირდის შეფრქვევა. რაც შეეხება ჩხავერის მოსავლიანობის გადიდებას, ამ მიზნით, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ფართო სელექციური მუშაობა ამ ჯიშის ნარგავებიდან უხვმოსავლიანი მოდგმების გამოსაყოფად, რომელთაგან უნდა წარმოებდეს ჩხავერის შემდგომი გამრავლება. გარდა ამისა ვაზის არსებული ფორმირება (ერთ სანაყოფესა და სამამულეზე ვაზის გასხვლა) უარყოფილ უნდა იქნეს და ჩხავერი, როგორც ახოხების დიდი მიდრეკილების ვაზი, ფორმირებული უნდა იქნეს ოლიხნარისებრი, ორმხრივი კორდონისა ან თავისუფალი სხვლის წესით 1 მ-მდე შტამბის მიცემით და ვაზის საერთო 36-40 კვირტამდე დატვირთვით. ამგვარად ფორმირებული ერთი ძირი ვაზიდან სულ მცირე 3-4 კგ ყურძენი მიიღება, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით (კვების არედ 2X1,5 მ მიცემით, ე.ი. ჰექტარზე 3300 ძირი) შეადგენს 130-160 ცენტნერამდე მოსავალს.

მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინისა და საშამპანურე ღვინომასალის მიღების მიზნით ჩხავერი ფართოდ უნდა დაინერგოს გურია-აჭარის რაიონებში.

ჯიში პერსპექტიულია გარეთვე აფხაზეთის მევენახეობის რაიონებისათვის.