ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ლაშა სოფრომაძე
  • ლაშა სოფრომაძე ცნობილი მეღვინის, ბატონი გაიოზ სოფრომაძის შვილია და დღეს სწორედ ის ხელმძღვანელობს მამის დაარსებულ მარანს. 

    ლაშა საქართველოს ახალი თაობის მეღვინეთა ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. თუ მის ნაწარმოებს ღვინის მცოდნე გასინჯავს, წამსვე დაასკვნის, რომ ეს ღვინოები მხოლოდ კარგ ტერუარზე მოწეული საუკეთესო ჯიშების წვენი კი არ არის, არამედ - დაყენებულია საქმის ღრმა ცოდნით და სიყვარულით, ღვინის და მისი მსმელების პატივისცემით და დიდი პასუხისმგებლობით. 

    ლაშა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალისტი მეღვინეა. მისი ღვინოები პირდაპირ სიცოცხლეს აფრქვევს, ღვინოები ჯანმრთელი, დღეგრძელი და გადასარევად გემრიელი და არომატულია. თავად კი ისეთი კაცია, ძალიან მაღალ მოთხოვნებს რომ უყენებს საკუთარ თავსა და საკუთარ ღვინოს. 

    ღვინის დაყენების პროცესში ლაშა მთლიანად ველურ საფუვრებს ენდობა და ეყრდნობა, მინიმუმამდე აქვს დაყვანილი გოგირდის გამოყენება ვენახსა თუ მარანში, დასრულებულ ღვინოს კი მხოლოდ ბუნებრივი ფილტრაციით წმენდს. მის ვენახ-მარანში ყველგან ჰიგიენისა და წესრიგის სასიამოვნო გარემოა, ვენახში არ იყენებს არანაირ მძიმე ქიმიას, ბალახს ებრძვის ხელით და ზედმეტად არ აწუხებს ნიადაგს. მას აქვს ყველაფერი, რაც საუკეთესო ნატურალისტ მეღვინეს უნდა ახასიათებდეს. 

    შედეგად, გაიოზ სოფრომაძის მარნის ღვინოები დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამერიკის კონტინენტზე, ევროპასა თუ აზიაში. 

    ლაშას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირდაპირ

  • სოფრომაძეების ვენახების მთლიანი ფართობი თითქმის 2 ჰექტარს მოიცავს, შემდეგი ჯიშებით: ციცქა, ცოლიკოური მელქო, ბაზალეთის ცოლიკოური, კრახუნა. ასევე წითელი საღვინე ჯიშები ჩხავერი, ოცხანური საფერე და ალადასტური. 

    ციცქა და ოცხანური საფერე ქვიან, ურწყავ ნიადაგზეა გაშენებული, ხოლო მელქო, კრახუნა, ძელშავი და ალადასტური - ყვითელ, მძიმე თიხნარ ნიადაგზე. ბაზალეთის ცოლიკოური და მელქოს ნაწილი მდინარის პირას, მსუბუქ ქვიშნარზეა, დანარჩენი კი - ქვიან ფიცხ ნიადაგზე.

    ვენახების ასაკი 20-დან 65 წლამდეა. 

    არსებული ვენახების გარდა, ოჯახი მუდმივად აახლებს და აფართოვებს ვაზის ნარგავებს. 

  • "გაიოზ სოფრომაძის" მარანი კლასიკური იმერული ღია სტილის ქვევრის სახლია ბაღდათში, რომელიც წელიწადში 8 - 10 ათას ბოთლ სხვადასხვა საუკეთესო ნატურალურ ღვინოს აწარმოებს.

  • ბაღდათი, რუსთაველის III ჩიხი 8

    ტელ: (595) 78 61 31,   (577) 53 67 20 

გალერეა

პროდუქცია
ცარიელია