ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ნიკა ვაჩეიშვილი
  • ჯერ ერთი ვენახი შეიძინა, შემდეგ კი მრავალი მცირე ვენახი გააშენა. ღვინოს აყენებს ვენახებთან ახლოს, საკუთარ ულამაზეს მამულში, ნატურალური მეღვინეობის ყველა წესის დაცვით. ნიკას ბევრი ღვინო ბრმად იცნობა, რადგან მისი ვენახები განუმეორებელ ბუკეტებს ქმნის ჯიშურ თავისებურებებთან კვეთაში. ჩინური, გორული მწვანე, თაკვერი და ბუდეშური ძირითადი ჯიშებია, რომლებთანაც ნიკა მუშაობს. 

  • შიდა ქართლის ვიწრო, მთაგორიანი ტანას ხეობა გამორჩეული და ცნობილია ატენური ღვინით: მცირემიწიანი ხეობის მზით მხურვალე ტარასები, მჩქეფარე მდინარე ტანა, რომელიც უძველესი ირიგაციის სისტემებით რწყავდა ბავშვივით მოვლილ, კლდეებში გამოკეტილ ხასხასა ვენახებს, მყუდრო ხეობის დაცული კლიმატი და ვულკანური კლდეებიდან ნაშალით გამდიდრებული ვენახები, განაპირობებდა ატენური ტერუარის უნიკალობას, მხოლოდ აქ დამახასიათებელ გემურ თვისებებს. აქ მდებარეობდა მეფეების ვენახები, „ატენური" სამეფო ღვინო იყო, მასზე გვაქვს პოლიფონიური სიმღერა „ატენის ღვინოვ ნაქებო", დღემდე შემონახულია ძველი მარნები და ღვინის დაყენების აქაური ტრადიცია. ამავე დროს, ხეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განსაზღვრა, რომ ატენის ხეობა უმდიდრესია საუკუნოვანი, პირველხარისხოვანი ისტორიული სიძველეებით, ხელოვნების პირველხარისხოვანი ძეგლებით (ატენის სიონის არქიტექტურა და მხატვრობა, ციხე-სიმაგრეები და სხვა), ასევე მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებული არტეფაქტებით.

  • „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი" განაახლებს ისტორიულ, ტერასებზე გაშენებულ ვენახებს, ლოკალურ ტრადიციებს და აახალგაზრდავებს დავიწყებულ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და აგრონომიულ ტრადიციებს. ამ მიზნით უკანასკნელი წლებია აქ აშენდა ტრადიციული მარანი, საპრეზენტაციო სივრცე და სასრტუმრო.

    მარნის ღვინოები: არსებითია ჩვენი ფილოსოფია - შენარჩუნებული იყოს არა მხოლოდ ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და გემოვნობა, არამედ მიკროტერუარული თვისებები, ჩვენ ცალცალკე ვუვლით და ვწურავთ პატარ-პატარა, ხეობის სხვადასხვა ადგილზე მდებარე მცირე ვენახებს, ჩენი და სამეზობლოს კოოპერირებული მევენახეების ყურძნით.
    ჩვენი ღვინოები:
    1. ღვინო ატენური - ატენური ზვარე. 2018 წელი. გვიანი რთველზე დაკრეფილი (ოქტომბრის ბოლო) ჩინებულისა (80 %) და გორული მწვანეს (20%) ნაზავია, 1 თვიანი ფერმენტაციით უჟანგავ ჭურჭელში კლერტის გარეშე, საფუარისა და დანამატების გარეშე, 20 % ჭაჭაზე - ეს წესი რთველისას და ყურძნის დაწურვისას ჩვენი მარნის ტრადიციაა, გადახვევის გარეშე. სხვადასხვა გემურ თვისებებს განსაზღვრავს მხოლოდ ადგილმდებარეობა და განსხვავებული ტერუარი - ნიადაგი, მზე, ქარი, მორწყვა და სხვა.
    2. ღვინო ატენური - ხევისპირა, 2018 წელი, ტანას ხეობის დიდატენსა და დეგეულას შორის ხევის პირის ვენახია, მცირე რაოდენობის ყურძნით, ჩინებულისა და გორული მწვანის ნაზავი (20 %). გვიანი - ოქტომბრის ბოლოს რთველი, ჩვენს მარანში დადგენილი წესით დაწურულ დაღვინებული.
    3. კოშკების ჩინური, 2016. 50 წლის ურწყავი ვენახია, ტანას ხეობის მომიჯნავე, სკრის ხეობის ზედაწელზე. ჩვენს მარანში დადგენილი წესით დაწურულ-დავარგებული. უჟანგავ ჭურჭელში

  • ნიკა ვაჩეიშვილის სასტუმრო მთელს რეგიონში გამოირჩევა, როგორც საუკეთესო სერვისისა და ულამაზესი გარემოს საუცხოო შერწყმის ნიმუში. აქ მოხვედრილ ადამიანს მთელი ცხოვრება გაყვება როგორც დაუჯერებელი პეიზაჟების ხსოვნა, ასევე - და პირვე რიგში - სითბო და მყუდრო გარემო, რასაც ნიკა და დიანა აქ ქმნიან.

  • ნიკას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირდაპირ

    ან დაურეკოთ: +995 577 550955

  • შიდა ქართლის ვიწრო, მთაგორიანი ტანას ხეობა გამორჩეული და ცნობილია ატენური ღვინით: მცირემიწიანი ხეობის მზით მხურვალე ტარასები, მჩქეფარე მდინარე ტანა, რომელიც უძველესი ირიგაციის სისტემებით რწყავდა ბავშვივით მოვლილ, კლდეე

გალერეა

პროდუქცია
ცარიელია