ადგილ-მამულის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი ბატონი გურამია - 88 წელს მიტანებული ჭარმაგი მოხუცი, რომელიც დღესაც აქაურობის მთავარი მოამაგეა.
ლევანი, მისი ვაჟი, რომელიც აქამდე შორიდან ეხმარებოდა მამას ვენახ-მარნის მოწყობაში, დღეს ფეხმოუცვლელად ვენახში დამკვირდა და მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებს. ანდრონიკაშვილების მარანი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცნოს ყველა ახალბედა მემარნემ - იშვიათად ნახავთ ასეთ გააზრებულ მეურნეობას - ინტელექტით, სიყვარულით, დიდი შრომით შექმნილ საოცარ გარემოს.
მთავარი მაინც ღვინოებია. ცოცხალი, გემრიელი, ველური, ნამდვილი ქართული ღვინოები. ჯობია თავად გასინჯოთ!
9 ჰექტარზე გაშენებული ბიო ვენახში საფერავის, რქაწითელისა და ქისის ჯიშებია თავმოყრილი.
ანდრონიკაშვილების მარანი ახაშენის მიკროზონაში, სოფელ ახაშენში მდებარეობს. 9 ჰექტარზე გაშენებული ვენახიც იქვეა, უფრო სწორად, მარანია ვენახში.
დაუკავშირდით ლევან ანდრონიკაშვილს ფეისბუქის საშუალებით
-
ანდრონიკაშვილების ვენახი და მარანი მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში