ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია დაფუძნდა
სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია დაფუძნდა
2014-02-18

2014 წლის 16 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია დაფუძნდა. ასოციაციის დაფუძნების იდეის ავტორია ანდრო ბარნოვი. სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციას, ახალციხეში მცხოვრები, გიორგი ნათენაძე უხელმძღვანელებს. იგი, ოჯახთან ერთად, მესხური ვაზის ჯიშების მოძიებასა და მესხური ღვინის ჩამოსხმაზე აქამდეც მუშაობდა.

მესხური ვაზის ჯიშების მოძიება, პოპულარიზაცია და მესხური ღვინის წარმოება-რეალიზაციაში ხელშეწყობა. ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომლის მიხედვითაც  ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია იმუშავებს.

ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გარდა ამისა, ასოციაცია, ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვაზის მოვლასა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შეასწავლის.

 

სიახლეები