საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
სიახლეები
გაერთიანების წევრები დაჯილდოვდნენ
გაერთიანების წევრები დაჯილდოვდნენ
2014-10-28

2014 წლის 25 ოქტომბერს,  კლუბ ქალაქურში, „ქართული ღვინის კონკურსი - თბილისი 2014“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსზე, „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანების“ მიერ წარდგენილი ღვინოებიდან სამმა ღვინომ გაიმარჯვა, აქედან ორმა კი მედიის რჩეულის წოდებაც მიიღო.

ნომინაციაში - „საუკეთესო ბუნებრივი თეთრი ღვინო“ დაჯილდოვდნენ იაკობ ჭიღლაძის ღვინო, „ჩინებული“ და გიორგი ნემსიწვერიძის, ღვინო „ტვიშის ცოლიკოური“, რომელსაც „მედიის რჩეულის“  წოდებაც მიენიჭა.

ნომინაციაში  - „საუკეთესო ბუნებრივი წითელი ღვინო“ დაჯილდოვდა კახა ვახტანგაძის, ღვინო „ალექსანდროული“, რომელსაც განსაკუთრებული მოწონება და ასევე  „მედიის რჩეულის“  წოდებაც ხვდა წილად.

კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაცისს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსზე წარდგენილი იყო 300-ზე მეტი ღვინო.

 

სხვა სიახლეები