ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ამავე ჯიშისგან დამზადებული ღვიანოები
ვარდისფერი რქაწითელი

მდებარეობა: მუკუზანი
დახასიათება:

მუკუზანში , 1948 წლის რთველის დროს, რქაწითელის მკრეფავებმა შენიშნეს 2 ყლორტი განსხვავებული შეფერვის მტევნებით, მტევანში ზოგი მარცვალი მთლიანად ვარდისფერი, ნაწილი კი ცალ მხარეზე ვარდისფერი, მეორე მხარეზე - ყვითელი, ხოლო მეორე ნაწილი მარცვლებისა ჩვეულებრივი ყვითელი ფერისა აღმოჩნდა. მტევანში ჭარბობდა ვარდისფერი მარცვლები. ამჟამად ეს ვარიაცია - ვარდისფერმარცვლიანი რქაწითელი გამრავლებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის ზონალურ საცდელ სადგურზე, რომელიც ჩვეულებრივი რქაწითელისგან, გარდა ფერისა, უფრო კუმსი მტევნებითა და მაღალი შაქრიანობით განსხვავდება.

აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი თავის ნაშრომში "კულტურულ მცენარეთა ჯიშები საქართველოში" (საბლიტგამი, 1957 წ.) ვარდისფერ რქაწითელს დამოუკიდებელ ჯიშად მოიხსენიებს და აქებს მისი ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს.

ვარდისფერი რქაწითელი დიდხანს ძლებს და ამიტომ შესაძლებელია, მისი მტევნის ვაზზე ხანგრძლივად დატოვება და ძალიან მაღალი შაქრიანობის მიღწევა. ის გემოთი და ფოთლის ფორმით განსხვავდება ჩვეულებრივი რქაწითელისგან. მას არაჩვეულებრივი შაქრიანობა ახასიათებს: 35 და მეტი რეფრაქტომეტრის შკალაზე.

ვარდისფერი რქაწითელის, ამ არაჩვეულებრივი ჯიშის შემონახვა დაკავშირებულია ვ. ლოლაძის სახელთან. სწორედ მან მოუარა და უპატრონა ამ ჯიშს 1948 წლიდან მოყოლებული, როცა მკრეფავმა ქალებმა ის იპოვეს.

ვარდისფერი რქაწითელი ჩვეულებრივი რქაწითელისგან წარმოიშვა სპონტანური კვირტული მუტაციის გზით. შანსი იმისა, რომ ჩვეულებრივი ვაზისგან ახალი ჯიში სპონტანურად გაჩნდეს, არის მილიონიდან ერთი და სწორედ ეს მოხდა ვარდისფერი რქაწითლის შემთხვევაში. ამიტომაც დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დამოუკიდებელი ჯიშია.

სტატიები:

"ვარდისფერი რქაწითელი - ჯიში დაბადების მოწმობით"

"რქაწითელისა და ვარდისფერი რქაწითელის აგრობიოლოგიური მახასიათებლები"

"არის თუ არა ვარდისფერი რქაწითელი ვაზის დამოუკიდებელი ჯიში?"