ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინო
images images
"სამფერი წითელი" 2018
მშრალი
ალკ. 12.5 %
  • უკვე კარგად მოძველებული და დამჯდარი ღვინოებია - 2018 წლისები: ხაშმის საფერავი, ხიდისთავის თავკვერი და ქვიშხური შავკაპიტო. სამივე სრულიად განსხვავებული ღვინოა.

    საფერავს ჩამოუყალიბდა ქინძის, რეჰანის ყვავილებისა და მრავლფეროვანი მწვანილების მკვეთრად გამოხატული ბუკეტი, რომელიც შეზავებულია შავი ქლიავისა და მარწყვის გემოებით. ძალიან სასიამოვმო მჟავიანობის, ცოცხალი, ღრმა, საოცრად ხალისიანი და ხასიათიანი ღვინოა, რომელსაც დალევისთანავე ეიფორიის შეგრძნება მოაქვს.

    თავკვერის ალუბლისა და შავი კენკრის არომატები ხავერდოვან, ღრმა და ძალიან ინტენსიურ გემოს ერწყმიან. ხიდისთავის ვენახის ღვინოა, დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, ბუნებრივი საფუვრების მიერ. ალკოჰოლური ფერმენტაციის შემდეგ ჭაჭა მოცილებული აქვს. 8 თვე ქვევრში დადუღება-დავარგების შემდეგ სრული ერთი წელი იზრდებოდა უჟანგავი ფოლადის ავზში, შემდეგ კი 2 თვე გაატარა ფრანგული მუხის ძველ კასრში. დაწმენდილია ბუნებრივი ფილტრაციით. გოგირდი და სხვა ქიმიური საშუალებები გამოყენებული არ არის.

    შავკაპიტო თხელი, სასიამოვნო მჟავიანობისა და ძალიან ინტენსიური ბუკეტის ღვინოა, შინდისა და ალუბლის ძლიერი ტონებით. აქვს გრძელი და ინტენსიური დაბოლოვება და დასამახსოვრებელი, ძალიან სასიამოვნო სურნელი. დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, ბუნებრივი საფუვრების მიერ. ალკოჰოლური ფერმენტაციის შემდეგ ჭაჭა მოცილებული აქვს. 8 თვე ქვევრში დადუღება-დავარგების შემდეგ სრული ერთი წელი იზრდებოდა უჟანგავი ფოლადის ავზში, შემდეგ კი 2 თვე გაატარა ფრანგული მუხის კასრში. დაწმენდილია ბუნებრივი ფილტრაციით. გოგირდი და სხვა ქიმიური საშუალებები გამოყენებული არ არის.

     
  • მეღვინეებიანდრო ბარნოვი
  • ყურძნის ჯიში: იხილეთ ქართული ვაზის ჯიშები
  • ხელმისაწვდომია 6 შეკვრა 
    ფასი: 145 ლარი     110 ლარი
    რაოდენობა: